ექსპედიცია ჩრდ. უშბაზე
16-21 აგვისტოს განხორციელდა ექსპედიცია ჩრდ. უშბაზე ბიძინა გუჯაბიძის ხელმძღვანელობით. ექსპედიციის მე-4 დღეს ოთხიანი სირთულის მარშრუტით მათ წარმატებით მოახერხეს მწვერვალზე ასვლა. ასვლაში მონაწილეობდნენ ცოტნე ცაავა , სანდრო ლიპარტიანი, სოლომონ შაქარაშვილი, გიორგი ლელაძე , მაიკო წიწილაშვილი, ლაშა გაბრიჩიძე, მარიამ დავიდოვი, ზურა ქუქიშვილი და მედეა კენკებაშვილი ფოტოები
ჰინდი კუშის ექსპედიცია
შეპირებისამებრ გიზიარებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას გიორგი ტეფნაძისა და ბაქარ გელაშვილის ჰინდი კუშის ექსპედიციიდან. სამი დამოუკიდებელი ასვლა
თეთნულდის სირთულით IV კატეგორიის ყინულოვანი ექსპედიცია
5–6 სექტემბერს გაიმართა თეთნულდის სირთულით IV კატეგორიის ყინულოვანი მარშრუტის ალპინისტური ექსპედიცია ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ ბესიკ ჯინიყაშვილი და თორნიკე ტეფნაძე, მათ 5 სექტემბერს დილით დაიწყეს გადაადგილება საბანაკე ზონისკენ ზღვის დონიდან 3843 მ სიმაღლეზე. ამინდის პროგნოზი უარყოფითი გამოდგა – ადგილი ჰქონდა ნისლს, ღრუბლიანობას, წვიმასა და ელჭექს. 6 სექტემბერს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს მოძრაობა მარშრუტის მიმართულებით. მათ როგორც აღნიშნეს, ყინულის კონდიცია ხელსაყრელი იყო. მარშრუტზე დაიკიდა 14 თოკი და მონაწილეები ავიდნენ
ექსპედიცია იალბუზზე
🇬ქართულმა ექსპედიციამ, რომელსაც გელა ოთარაშვილი და კონსტანტინე აბაშიძე ხელმძღვანელობდა, კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე - იალბუზზე ასვლა განახორციელა (10-16 აგვისტო). ექსპედიციის მიზანი სპორტული ასვლის შესრულებასთან ერთად, მწვერვალ იალბუზზე ქართველ მთამსვლელთა პირველი ასვლის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის გადაღება იყო, რომლის რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძეა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გელა ოთარაშვილი - ექსპედიციის ხელმძღვანელი; კონსტანტინე აბაშიძე - ინსტრუქტორი, ფილმის რეჟისორი; ნესტან მაჭავარიანი - მონაწილე; გია თორთლაძე - მონაწილე; ალიოშა ფანგანი- მონაწილე. აღსანიშნავია, რომ 100 წლის წინ, 1925 წლის
გასვლა მწვერვალ ლაილასა და თეთნულდზე
2025 წლის 15 ივლისს ზემო სვანეთის რეგიონში ჩატარდა შეკრება მარიამ გელაშვილის, თამთა აბუსელიძესა და ელენე ჯანიაშვილის მონაწილეობით. პირველი სააკლიმატიზაციო გასვლა განხორციელდა მწვერვალ ლაილაზე (ზ/დ 4009) თამთა აბუსელიძის და მარიამ გელაშვილის მონაწილეობით, ასვლა მიმდინარეობდა ერთი ღამის თევაში, 18-19 ივლისს, 18 ივლისს ჯგუფმა მიაღწია საბაზო ბანაკამდე, 19 ივლისს ავიდნენ მწვერვალზე და დაეშვნენ ბოლომდე სოფელ ცხუმარამდე. მეორე გასვლა განხორციელდა მწვერვალ თეთნულზე (ზ/დ 4858). ექსპედიცია მიმდინარეობდა 23-25 ივლისს, მარიამ გელაშვილის, თამთა
მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის ვარჯიშები და ექსპედიცია
უფრო ვრცლად ჭაუხის მასივში განხორციელებულ მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის ვარჯიშებსა და ექსპედიციებზე: ჭაუხის სპორტულ ბანაკს, რომელიც 11 დღის განმავლობაში (24 ივნისი- 04 ივლისი, 2025) მიმდინარეობდა, ხელმძღვანელობდა გიორგი ტეფნაძე ბანაკის ინსტრუქტორები იყვნენ: ბაქარ გელაშვილი, თემურ ქურდიანი, ვახო ბლაგიძე. წლევანდელ სპორტულ ბანაკში მონაწილეობა 11-მა მთამსვლელმა მიიღო: თორნიკე ტეფნაძე, ნესი მაჭავარიანი, ზაალ ებანოიძე, ეკატერინე რატიანი, ლერი პაქსაძე, სოფიო კუსიანი, ტატა მერაბიშვილი, თეონა ძულიაშვილი, ნიკოლოზ ხუბულაშვილი, შალვა რაქვიაშვილი, პავლე თაბაგარი. ბანაკის გუნდის წევრები,

