სიახლეები

25-30 აგვისტოს, ქართული ეროვნული ალპინიზმის  100 წლისთავთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოყვარული ალპინისტების 8 კაციანმა ჯგუფმა, მყინვარწვერზე წარმატებული ექსპედიცია განახორციელა 28 აგვისტოს, პირველი ქართული ასვლიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, გუნდი უშუალოდ მყინვარწვერზე იმყოფებოდა შემდეგი შემადგენლობით ▫️ ავთანდილ ჩხიკვაძე ▫️ თამაზ შარაშენიძე ▫️ ვაჟა ჩაგელიშვილი ▫️ ზურაბ ტაკიძე ▫️ გიორგი ბერიანი ▫️ დავით სალდაძე ▫️ ვასილ რევიშვილი ▫️ ლუკა კვარაცხელია ფოტოგალერეა

100 წელი ქართველი მთამსვლელების მიერ მყინვარწვერის დაპყრობიდან. ამ დღესთან დაკავშირებით ფედერაციის ინიციატივით მთამსვლელთა ფესტივალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში გაიმართა ღონისძიებაზე, რომელსაც 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა, ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 6 ადამიანი დაჯილდოვდა. ფესტივალი კი გრანდიოზული კონცერტით დაიხურა. შეგახსენებთ, წელს, 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე პირველი ქართული ასვლებიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ფოტოგალერეა

ქართული მთამსვლელობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 3-7 ოქტომბერს მყინვარწვერის ექსპედიცია წარმატებით დასრულდა - 35 მონაწილიდან,  მყინვარზე ავიდა 22 მთამსვლელი ექსპედიციას ხელმძღვანელობდა - არჩილ ბადრიაშვილი ექსპედიცია დაყოფილი იყო ჯგუფებად, რომელთაც ჯგუფის ხელმძღვანელი ინსტრუქტორები/სამთო გამყოლები უძღვებოდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ: არჩილ ბადრიაშვილი, თორნიკე სულხანიშვილი, ვანო იმნაიშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი ექსპედიციას ჰყავდა სამაშველო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი კახაბრიშვილი, ტიტე მეძმარიაშვილი და თემურ ქურდიანი. ფოტოგალერეა

2023 წლის 20 აგვისტო - 2 სექტემბერს სვანეთში  წარმატებული ექსპედიცია შედგა. მასში მონაწილეობდნენ არჩილ ბადრიაშვილი, თემურ ქურდიანი, ავთანდილ ჯაფარიძე, ნარიმან ჯაფარიძე და ბეშქენ ფილფანი. ექსპედიციის მონაწილეებმა შეასრულეს ორი ასვლა - თეთნულდსა და უშბაზე.   არჩილ ბადრიაშვილის და თემურ ქურდიანის ჩაბმამ განახორციელა თეთნულდის (4,860 მ.) სამხრეთ ფერდის და ქედის პირველ-გავლა. ახალი, 1700 ვერტიკალური მეტრი სიმაღლის გზის გავლა თეთნულდზე ადიშის ხეობის მხრიდან განხორციელდა სწორად და მსუბუქ სტილში, უშუალოდ მარშრუტის

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x