სიახლეები

ქართველი სპორტსმენები ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე — Ski Mountaineering 2027 წლის თებერვალში რუმინეთი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს (EYOF 2027) უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს სამთო-სათხილამურო ალპინიზმის (Ski Mountaineering) მიმართულებით ორი, 2008-2010 წელს დაბადებული, სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სამთო-სათხილამურო ალპინიზმი ზამთრის სპორტის დინამიკური და ტექნიკურად რთული სახეობაა, რომელიც აერთიანებს გამძლეობას, სისწრაფეს, ტექნიკურ უნარებსა და მთის პირობებთან ადაპტაციას. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და

მთის რეალურ პირობებში, ყინულზე და თოვლზე ვარჯიშები - მთამსვლელთა სკოლის შემდეგი შეკრება, პირველი საფეხურის მოსწავლეებისთვის, ყაზბეგში ჩატარდა ხელმძღვანელი და ინსტრუქტორი: გიორგი ტეფნაძე; ინსტრუქტორები: ბაქარ გელაშვილი, თემური ქურდიანი, თორნიკე ტეფნაძე; შეკრების მონაწილეები: ნიკოლოზ ქემოკლიძე, საბა ფანჩულიძე, ლუკა თოდუა, ზაზა თვალაძე, გიორგი საძაგლიშვილი, მარიამ კობახიძე, ამირან მალანია, გიორგი დარახველიძე, მერი ჯოხაძე, ვახტანგ მჭედლიძე, მარიამ ლომსაძე, ირინა გურგენიძე, სალომე ცისკაძე, ქეთევან კალაძე, გიორგი პაპიძე; სწავლება მიმდინარეობდა 6 დღის განმავლობაში - მონაწილეებმა მთის

არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მთამსვლელთა სკოლის სპორტულმა ჯგუფმა სვანეთში სამი მარშრუტი წარმატებით განახორციელა. ხელმძღვანელი და ინსტრუქტორი: გიორგი ტეფნაძე ინსტრუქტორები: ბაქარ გელაშვილი, თემურ ქურდიანი შეკრების მონაწილეები: შეკრებაში მონაწილეობდნენ მთამსვლელთა სკოლის როგორც  მეორე, ასევე  მესამე საფეხურის სპორტული ჯგუფის წევრები: თორნიკე ტეფნაძე პავლე თაბაგარი ეკატერინე რატიანი ნესტან მაჭავარიანი ზაალ ებანოიძე ბესიკ ჯინიყაშვილი ნიკოლოზ ხუბულაშვილი ნოდარ აბუთიძე ლერი პაქსაძე სოფო კუსიანი ტატა მერაბიშვილი შალვა რაქვიაშვილი ნიკოლოზ ჭელიძე

თეთნულდის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ახალი ვარიაცია 11 სექტემბერს ზაალ ებანოიძემ და ეკატერინე რატიანმა თეთნულდის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ახალი ვარიაცია გაიარეს. მარშრუტის დეტალები: ▫️ხაზის ტიპი - მიქსი ▫️ტექნიკური მონაცემები - 5 თოკი კედელზე და 300+ მეტრი ყინული ▫️სირთულე - TD/5a AI3/M4+ მთამსვლელებმა დაშვება კლასიკური ქედით, პლატოზე გასვლით განახორციელეს. მადლობას ვუხდით მონაწილეებს წარმატებული ექსპედიციისთვის ფოტოები

სამხრეთ უშბა - გაბრიელ ხერგიანის მარშრუტი საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით, 3-16 სექტემბერს სვანეთში კიდევ ერთი წარმატებული ექსპედიცია განხორციელდა. მარიამ გელაშვილმა და რამაზ ჯიქიამ გაბრიელ ხერგიანის მარშრუტის (5ბ) გავლით სამხრეთ უშბის მწვერვალს მიაღწიეს. მადლობას ვუხდით მონაწილეებს გაწეული შრომისთვის და კიდევ ბევრ წარმატებულ ასვლას ვუსურვებთ ! ფოტოები

პამირის მაღალმთიანი ექსპედიცია - ტაჯიკეთი გიზიარებთ პამირის მთებში რამაზ ჯიქიასა და ვახტანგ ბლაგიძის მიერ წარმატებით შესრულებული ექსპედიციის შედეგებს: კორჟენევსკაიას მწვერვალი - 7105 მ. მოსკვინის მყინვარის საბაზო ბანაკიდან (4360 მ), შუალედური ბანაკების (5100 მ, 5300 მ, 6100 მ) თანმიმდევრული გავლისა და ტექნიკური მონაკვეთების დაძლევის შემდეგ, მთამსვლელები წარმატებით ავიდნენ კორჟენევსკაიას მწვერვალზე. ექსპედიციის მეორე ეტაპი - ისმოილ სომონის (კომუნიზმის) მწვერვალი (7495 მ). სპორტსმენები მწვერვალის 7300 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ. ისედაც რთული მეტეოროლოგიური პირობების კიდევ

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x