ჭიათურაში სვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (SMCC) პირველი სავარჯიშო შეკრება

ჭიათურაში სვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (SMCC) პირველი სავარჯიშო შეკრება გაიმართა.

ჯგუფის მონაწილეება სიღრმისეული პრაქტიკული და თეორიული გამლცდილება მიიღეს. გაეცნენ სამთო აღჭურვილობას, მის სწორ გამოყენებას, მოვლას, შერჩევასა და სერტიფიცირების სისტემებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ უსაფრთხო და სანდო ინვენტარის შეფასება.

განსაკუთრებული დრო დაეთმო ცოცვისას დაშვებული გავრცელებული შეცდომების განხილვას – მათი იდენტიფიცირებისა და პრევენციის მეთოდებს. მონაწილეებმა იმუშავეს როგორც ქვედა, ისე ზედა დაცვაზე, სწორი დაზღვევის და ნაპრალიდან ამოყვანის ტექნიკებზე, თოკის სწორად ჩაგდებაზე ,,ქვიქებში“, საბაზისო და ტექნიკური კვანძების პრაქტიკაზე, რაც უმნიშვნელოვანესია რთული სამთო მარშრუტების შესრულებისთვის.

დრაითულინგის ვარჯიშებზე თემურ ქურდიანის პროფესიონალური ინსტრუქტორობით, გუნდმა მიიღო საჭირო თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკაში გამოსცადა რამდენიმე შერეული ტექნიკა. აღსანიშნავია რომ უმრავლესობისთვის ეს იყო პირველი მცდელობა.

ცოცვის ტექნიკის ნაწილში მონაწილეებმა გაიარეს V და VI კატეგორიის სპორტული მარშრუტები.

დღის პირველი ნახევარი ეთმობოდა პრაქტიკულ ვარჯიშებს, ხოლო საღამოს საათებში მიმდინარეობდა პრეზენტაციები და თეორიული სესიები:

საქართველოსა და სვანეთის მთამსვლელობის ისტორია, უსაფრთხოება,

ეთიკური მთამსვლელობა და ეკოლოგია, UIAA-ს სტანდარტები,

ამინდის პროგნოზის სანდო წყაროები, ამინდის ამოცნობა, საერთაშორისო მთამსვლელური ჟურნალები და პუბლიკაციები, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გაიდლაინები: მთის დაავადებები, კვება და თანამედროვე ტექნიკური ალპინიზმის სტანდარტები, მარშრუტის დაგეგმვა, მთის ტერმინოლოგია

გაიმართა მოკლე ფსიქოგანათლებითი საუბარი მთასა და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. შეკრებას ესწრებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი და ფსიქოტრავმატოლოგი რუსუდან ბადრიაშვილი.

მოეწყო ფილმების ჩვენება: გრიშა გულბანზე, მარინე უთმელიძეზე, ქართულ პირველ ასვლებზე ჰიმალაებში და სხვა

მონაწილეები: ანანო ფილფანი, ანი ხერგიანი, ბეშქენ ფილფანი, დავით ჯაფარიძე, თორნიკე მურღვლიანი, ისლამ გიგანი, ნინო მერლანი, ლაშა ჩართოლანი, ლაშა ფანგანი, სანდრო ჟორჟოლიანი

ხელმძღვანელი: ავთო ჯაფარიძე

ინსტრუქტორები: ავთო ჯაფარიძე, ნარიმან ჯაფარიძე

დრაითულინგის ინსტრუქტორი: თემურ ქურდიანი

ვარჯიშებმა ჩაიარა მშვიდობიანად, ტრავმების გარეშე.

სამედიცინო დახმარების ყუთი და საჭირო მედიკამენტები უზრუნველყო არჩილ ბადრიაშვილის ფონდმა.

ფოტოები

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x