სიახლეები

უფრო ვრცლად ჭაუხის მასივში განხორციელებულ მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის ვარჯიშებსა და ექსპედიციებზე: ჭაუხის სპორტულ ბანაკს, რომელიც 11 დღის განმავლობაში (24 ივნისი- 04 ივლისი, 2025) მიმდინარეობდა, ხელმძღვანელობდა გიორგი ტეფნაძე ბანაკის ინსტრუქტორები იყვნენ: ბაქარ გელაშვილი, თემურ ქურდიანი, ვახო ბლაგიძე. წლევანდელ სპორტულ ბანაკში მონაწილეობა 11-მა მთამსვლელმა მიიღო: თორნიკე ტეფნაძე, ნესი მაჭავარიანი, ზაალ ებანოიძე, ეკატერინე რატიანი, ლერი პაქსაძე, სოფიო კუსიანი, ტატა მერაბიშვილი, თეონა ძულიაშვილი, ნიკოლოზ ხუბულაშვილი, შალვა რაქვიაშვილი, პავლე თაბაგარი. ბანაკის გუნდის წევრები,

მთამსვლელობის სკოლა - საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია; სწავლების პროგრამა ორიენტირებულია - მთამსვლელობით დაინტერესებული, დამწყები და გარკვეული გამოცდილების მქონე ახალგაზრდების გამოვლენასა და მათი შემდგომი განვითარებისთვის „მთამსვლელობასთან ზიარების“ გზაზე. აქ ხდება უსაფრთხო სავარჯიშო პირობებში, გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად მთამსვლელობის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება; წლის მთავარი სავარჯიშო შეკრება ტრადიციულად - „ჭიუხის“ მთებში ჩატარდა; -  პირველი საფეხური - „დამწყებთა“  შეკრება, 25 მონაწილე, თარიღები -  16.06 - 24.06 მეორე საფეხური - „სპორტული“ შეკრება, 13 მონაწილე;

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის ორგანიზებით 29.06 – 06.07 პერიოდში ჭაუხში სამთო-სათავგადასავლო ბანაკი – ალპინიადა გაიმართა, რომლის მიზანი ჯანმრთელი ცხოვრების წესის, მთის სიყვარულის, ბუნების პატივისცემისა და მთაზე ასვლის უნარების სწავლა და მთამსვლელობის პოპულარიზაციაა. ღონისძიებას გ. ნიკოლაძის სახელობის ალპინისტური კლუბის ვიცე პრეზიდენტი ოთარ თათარაშვილი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ალპინიადის ინსტრუქტორები იყვნენ: გიორგი მაჭარაშვილი, ბაბუა ალუდაური, გიორგი მახარაძე, ნიკოლოზ თეთრაშვილი, შალვა თეთრაშვილი და ნინო (ნუცა)

6 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ფედერაციის ორგანიზებით ჭაუხში მთამსვლელთა ორნაკადიანი სავარჯიშო-საწვრთნელი შეკრება გაიმართა, სადაც ჯამში სხვა და სხვა სირთულის 31 ასვლა განხორციელდა მწვერვალებზე. ღონისძიებას ბიძინა გუჯაბიძე ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად შეკრებების ინსტრუქტორები იყვნენ ლაშა გაბრიჩიძე და ცოტნე ცაავა. შეკრებებმა მოიცვა კლდეზე ცოცვის, თოკთან მუშაობის, სადგურებისა და დაცვების, ასევე, თოვლზე ვარჯიშები. მონაწილეები : ზურაბ ქუქიშვილი, რევაზ ბერიტაშვილი, ნიკოლოზ რაზმაძე, თორნიკე რაქვიაშვილი, ნიკოლოზ კაკულია, სოლომონ შაქარაშვილი, მედეა კენკებაშვილი, ალექსანდრა ნათელაშვილი,

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მთამსვლელთა სკოლის პროგრამის ფარგლებში 2025 წლის მაისში ჩატარდა სწავლება ჭიათურაში, კაცხის საცოც რეგიონში. სწავლება მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში.   სპორტული და გარდამავალი ეტაპის კატეგორიის სწავლებაში მონაწილეობდა 13 სპორტსმენი.  თითოეულმა პრაქტიკა გაიარა შემდეგ დისციპლინებში :   სპორტული ცოცვა ( უსაფრთხოება, დაცვაზე დგომა, "მოწყვეტის" სპეციფიკა);   თოკთან "მუშაობა" და გადაადგილება (მიღება-გაშვება; დაშვების ტექნიკა);   კლდის სამაშველო - დაშავებულის ამოყვანა/ დაშვება კლდოვან რელიეფზე;   სამთო აღჭურვილობის და დაცვის სახეობების გაცნობა და " მუშაობის" სპეციფიკა;   ‘დრაითულინგის’

მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია აცხადებს ახალბედების მიღებას მთამსვლელობის სკოლაში; სკოლის მიზანია, კომპლექსური სწავლების(თეორიული და პრაქტიკული) საშუალებით, ახალბედების ჩამოყალიბება დამოუკიდებელ მთამსვლელებად. სკოლის დამთავრების შემდეგ, მათ შანსი მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ეგიდით ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებსა და ექსპედიციებში. მონაწილეთა ასაკი: 16-30 წელი (არასრულწლოვანი მონაწილეები დაიშვებიან მშობლის/მეურვის ოფიციალური თანხმობით); მთამსვლელთა სკოლის პროგრამაში მისაღებად აუცილებელია გაიაროთ ორი ეტაპი: მიღების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ აღნიშნული ფორმა მითითებულ ბმულზე: გასაუბრება; განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x