Image Alt

ჩვენ შესახებ

ჩვენი მიზნები

ფედერაციის უმთავრეს მიზანს საქართველოში მთამსვლელეობის განვითარება წარმოადგენს.
მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა ქართული მთამსვლელობის პოპულარიზაციისა და მისი ცნობადობის ამაღლებისკენ, ქართველ მთამსვლელთა რაოდენობის ზრდისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისკენ ფედერაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვით სვლაა.

პოპულარიზაცია და ცნობადობა
მეტი მთამსვლელი
უმაღლესი სპორტული მიღწევები
ცოცვისა და მთამსვლელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (UIAA) წევრობა

ჩვენ შესახებ

ა(ა)იპ „საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია” 2014 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა საქართველოში სპორტული მთამსვლელობის აღორძინება-განვითარების მიზნის მქონე 6 ორგანიზაციის მიერ, რომელთაც ამ მიზნის მისაღწევად გამოხატეს გაერთიანების სურვილი.

 

ფედერაციის დამფუძნებელი ორგანიზაციები არიან:

ა(ა)იპ – ქართული ალპური კლუბი;

ა(ა)იპ – საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაცია;

ა(ა)იპ – საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია;

ა(ა)იპ – საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია;

ა(ა)იპ – საქართველოს ყინულზე ცოცვის ფედერაცია;

ა(ა)იპ – მოხალისე სამთო მაშველთა ასოციაცია.

 

ა(ა)იპ „საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია” არის საქართველოში სპორტული მთამსვლელობის აღორძინებისა და განვითარების მოძრაობის გამაერთიანებელი პოლიტიკის გამტარებელი ხელმძღვანელი ორგანიზაცია, რომელიც სრულად იზიარებს ცოცვისა და მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაციის – UIAA ღირებულებებსა და პრინციპებს.

 

ფედერაცია მთამსვლელობის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ერთადერთ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც თანამშრომლობასა და კურატორობას უწევს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

ფედერაცია, შექმნის დღიდან, აქტიურად იღწვის საამაყო ქართული ალპინიზმის ისტორიის სათანადოდ გაგრძელებისთვის. მის სპორტსმენებს არაერთი მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მიღწევა აქვთ და აქტიურად აგრძელებენ წინსვლას.

 

ფედერაციის კარი მუდამ ღიაა მთამსვლელობაში გაერთიანების მსურველთათვის.

სტრუქტურა

ფედერაციის მენეჯმენტი
ირაკლი ჟღენტი
პრეზიდენტი, გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარე
გიორგი გოცირიძე
ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი
ნატო მარანელი
აღმასრულებელი დირექტორი
არჩილ ბადრიაშვილი
გამგეობის წევრი
მამუკა ნიკოლაძე
გამგეობის წევრი
გიორგი კახაბრიშვილი
გამგეობის წევრი
გიორგი ნიგურიანი
გამგეობის წევრი
x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x