სიახლეები

მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის მიმდინარე სავარჯიშო შეკრება 22-25 მაისი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, არშის საცოცი სივრცე; აქტიური სავარჯიშო მოსამზადებელი პერიოდი, მონაწილეთა ვარჯიშების ხარისხის და მზაობის შეფასება ჭაუხის მთავარ შეკრებამდე; სწავლება მოიცავდა: სპორტული ცოცვა; სამთო ფეხსაცმლით ცოცვა; თოკზე გადაადგილება; ჟუმარით დიაგონალურ ზოლზე, 15 კგ ზურგჩანთით; დულფერი დიაგონალურ ზოლზე 15 კგ ზურგჩანთით; თრედი (ტრადიციული ცოცვა); ნაპრალის სამაშველო; ამინდის მიუხედავად დაგეგმილი ვარჯიში გეგმის მიხედვით განხორციელდა; ვარჯიშებმა ჩაიარა ტრამვების გარეშე ფოტოები

მთამსვლელთა სკოლის 2026 წლის დამწყებთა ნაკადის ვარჯიში 16-20 მაისს წარმატებით ჩატარდა ჭიათურის რეგიონში - სოფელ კაცხში; მონაწილეებს ჩაუტარდათ: კლდეზე ცოცვის , ზედა და ქვედა დაცვის პრაქტიკული ვარჯიშები. თოკზე გადაადგილება,   ჟუმარით და ზურგჩანთით. თოკზე დაშვება დულფერი. სადგურის აწყობა დაცვის წერტილებზე , ასევე ქიმებზე. აღჭურვილობის ორგანიზება დაცვის ქამარზე და მისი სწორად გამოყენება. ასევე ისინი გაეცნენ უსაფრთხოების წესებს მთამსვლელობის სხვადასხვა  მიმარულებით. ყველა ვარჯიში გეგმის მიხედვით განხორციელდა; შეფასდა მონაწილეთა მზაობა მთამსვლელთა სკოლის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად; ვარჯიშებმა ჩაიარა ნაყოფიერად, ტრამვების

ჭიათურაში სვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (SMCC) პირველი სავარჯიშო შეკრება გაიმართა. ჯგუფის მონაწილეება სიღრმისეული პრაქტიკული და თეორიული გამლცდილება მიიღეს. გაეცნენ სამთო აღჭურვილობას, მის სწორ გამოყენებას, მოვლას, შერჩევასა და სერტიფიცირების სისტემებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ უსაფრთხო და სანდო ინვენტარის შეფასება. განსაკუთრებული დრო დაეთმო ცოცვისას დაშვებული გავრცელებული შეცდომების განხილვას - მათი იდენტიფიცირებისა და პრევენციის მეთოდებს. მონაწილეებმა იმუშავეს როგორც ქვედა, ისე ზედა დაცვაზე, სწორი დაზღვევის და ნაპრალიდან

კარგი დასაწყისი. მთამსვლელთა სკოლის 2026 წლის სპორტული ჯგუფის პირველი სავარჯიშო შეკრებები წარმატებით დასრულდა ! 25–28 მარტს და 24-28 აპრილს მთამსვლელთა სკოლის სპორტულმა ჯგუფმა ჭიათურაში, კაცხის რეგიონში გაიარა ინტენსიური ვარჯიშები. ეს იყო წლის პირველი აქტივობები, რომელიც სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. არახელსაყრელი ამინდების მიუხედავად, ამაღლებულმა სულისკვეთებამ შესაძლებელი გახადა ყველა დაგეგმილი აქტივობის შესრულება. ვარჯიშებმა ჩაიარა ნაყოფიერად, ტრამვების გარეშე. ვარჯიშები მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს : - „მთამსვლელობის რისკ-ფაქტორები“, თეორია (პრეზენტაცია); - მეკლდეურობა-

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გამგეობამ 2026 წლის 5 მარტს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა ორგანიზაციის 2026 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმა, რომელიც მოიცავს სპორტულ ექსპედიციებს, სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებსა და საერთაშორისო გასვლებს მთელი წლის განმავლობაში. კალენდარული გეგმა დამტკიცდა გამგეობის სხდომის ოქმი N2/26-ის საფუძველზე, რომელიც თანდართულია.      

🏔️ მარტის პირველ ნახევარში საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ეგიდითა და გია თორთლაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ექსპედიცია ტიან-შანის მთებში, კერძოდ ალაა არჩას ეროვნული პარკში. 🧗 ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ ვახო ბლაგიძე და პავლე თაბაგარი. მათი მიზანი იყო ყინულოვანი მარშრუტების გავლა და ალპური სტილის ასვლები. ▫️ ექსპედიციის განმავლობაში სამი რთული ასვლა განხორციელდა. პირველი ორი ასვლა შესრულდა მთა კორონა-ზე: ფიოდოროვის მარშრუტი — სირთულე 4ა, დაახლოებით 460 მ ყინული. პლოტნიკოვის მარშრუტი — სირთულე 4ა, დაახლოებით

2025 წელს ფედერაციის წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლიდან  ფედერაციის ფიზიკური პირი წევრებისთვის დაწესდა 50 ლარის ოდენობის წლიური საწევრო გადასახადი. ფედერაციის წევრის სტატუსის მისაღებად რეგისტრაციის გავლა და საწევრო გადასახადის გადახდა სავალდებულოა. მხოლოდ წევრის სტატუსის მიღების/გააქტიურების შემდეგ, პირს შეეძლება ყველა იმ პრივილეგიითა და მხარდაჭერით სარგებლობა, რასაც ფედერაცია სთავაზობს მის წევრებს  (ღონისძიებებში მონაწილეობა, აღჭურვილობით სარგებლობა, ბოტანიკურ ბაღში შესვლა/ვარჯიში, ფედერაციის პარტნიორი ორგანიზაციების ფასდაკლებები და სხვა). საწევრო გადასახადის გადახდა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტზე: ბანკი:

დაფინანსების მოთხოვნების მიღება დაიწყო საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის წევრთა საყურადღებოდ - 2026 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმის დამტკიცების მიზნით ფედერაცია იწყებს 2026 წლის სპორტული ღონისძიებების დაფინანსების მოთხოვნების მიღებას წარმოდგენილ მოთხოვნებს ფედერაციის გამგეობა განიხილავს და ფედერაციის მიზნებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩევს იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს (განსაზღვრავს მათ ბიუჯეტებს), რომლებიც ფედერაციის კალენდარში იქნება შეტანილი. ღონისძიების დაფინანსება დამოკიდებული იქნება შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაზე. მოთხოვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამის ფორმაში (იხ. მოთხოვნის ფორმა

ახალი ქართული მარშრუტი ალპებში! 4 -19 ნოემბერს ალპებში განხორციელდა წარმატებული ქართული ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ნაკრების წევრები — გიორგი ტეფნაძე, თემურ ქურდიანი და ბაქარ გელაშვილი. უამინდობის ფონზე გამოინახა მოკლე ამინდის ფანჯარა, რომლის გამოყენებითაც განხორციელდა ასვლა საფრანგეთის ალპებში, შამონიში, მონბლანის მასივზე, კერძოდ Aiguille du Midi-ზე (ეგიუ-დიუ-მიდი). ვინაიდან ზაფხულ-შემოდგომის სეზონი დასრულებული იყო და ზამთარი ჯერ სრულად არ იყო დამდგარი, მარშრუტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, ხოლო

21 დეკემბერს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოში პირველი სკიმო რბოლა - ბაკურიანის თასი 2025! გვინდა მადლობა გადავუხადოთ სპორტსმენებსა და მოყვარულებს  აქტიურობისთვის და აღნიშნული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ფოტოები

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x