ქართველი სპორტსმენები ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე — Ski Mountaineering
ქართველი სპორტსმენები ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე — Ski Mountaineering
2027 წლის თებერვალში რუმინეთი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს (EYOF 2027) უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს სამთო-სათხილამურო ალპინიზმის (Ski Mountaineering) მიმართულებით ორი, 2008-2010 წელს დაბადებული, სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
სამთო-სათხილამურო ალპინიზმი ზამთრის სპორტის დინამიკური და ტექნიკურად რთული სახეობაა, რომელიც აერთიანებს გამძლეობას, სისწრაფეს, ტექნიკურ უნარებსა და მთის პირობებთან ადაპტაციას.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და საერთაშორისო სპორტულ გამოცდილებას დაეუფლონ.
საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია წარმატებას უსურვებს ქართველ სპორტსმენებსა და მწვრთნელს და გულშემატკივრობს მათ მომავალ ასპარეზობას!
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!

