ალპინიადა – გუდამაყარი 2026
19-26 ივლისს საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპურმა კლუბმა გუდამაყრის ხეობაში წარმატებით ჩაატარეს სამთო-სათავგადასავლო ბანაკი — ალპინიადა, რომელიც ახალგაზრდებში მთის სიყვარულის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ალპინისტური უნარების დანერგვას ისახავს მიზნად. 120-ზე მეტი კანდიდატიდან შეირჩა 56 მონაწილე, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ინსტრუქტორები: ნიკოლოზ თეთრაშვილი, შალვა თეთრაშვილი, ნინო (ნუცა) ცქიმანაური, მარიამ გიორგაძე, ოთარ თათარაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი და გიორგი მირზაშვილი. ბანაკის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ალპინისტურ ტექნიკას, კვანძებთან და თოკთან
13 დღე – 20 მწვერვალი
13 დღე — 20 მწვერვალი, 20 წარმატებული ასვლა 2026 წლის 17–29 ივნისს, ჭაუხის რეგიონში, წარმატებით ჩატარდა საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის "დამწყები საფეხურის" სასწავლო შეკრება. ხელმძღვანელი: გიორგი ტეფნაძე ინსტრუქტორები: ბაქარ გელაშვილი თემურ ქურდიანი გიორგი ტეფნაძე დამხმარე ინსტრუქტორები: ზაალ ებანოიძე თორნიკე ტეფნაძე პავლე თაბაგარი მონაწილეები: ამირან მალანია, ელენე კეკელიძე, ზაზა თვალაძე, ვახტანგ მჭედლიძე, გიორგი დარახველიძე, გიორგი პაპიძე, გიორგი საძაგლიშვილი, ირინა გურგენიძე, იოსებ ტატალაშვილი, ლევან ნაკაიძე, ლუკა თოდუა, მარიამ კობახიძე, მარიამ ლომსაძე, მერი ჯოხაძე, ნიკა
მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის სავარჯიშო შეკრება
მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის მიმდინარე სავარჯიშო შეკრება 22-25 მაისი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, არშის საცოცი სივრცე; აქტიური სავარჯიშო მოსამზადებელი პერიოდი, მონაწილეთა ვარჯიშების ხარისხის და მზაობის შეფასება ჭაუხის მთავარ შეკრებამდე; სწავლება მოიცავდა: სპორტული ცოცვა; სამთო ფეხსაცმლით ცოცვა; თოკზე გადაადგილება; ჟუმარით დიაგონალურ ზოლზე, 15 კგ ზურგჩანთით; დულფერი დიაგონალურ ზოლზე 15 კგ ზურგჩანთით; თრედი (ტრადიციული ცოცვა); ნაპრალის სამაშველო; ამინდის მიუხედავად დაგეგმილი ვარჯიში გეგმის მიხედვით განხორციელდა; ვარჯიშებმა ჩაიარა ტრამვების გარეშე ფოტოები
მთამსვლელთა სკოლის 2026 წლის დამწყებთა ნაკადის ვარჯიში
მთამსვლელთა სკოლის 2026 წლის დამწყებთა ნაკადის ვარჯიში 16-20 მაისს წარმატებით ჩატარდა ჭიათურის რეგიონში - სოფელ კაცხში; მონაწილეებს ჩაუტარდათ: კლდეზე ცოცვის , ზედა და ქვედა დაცვის პრაქტიკული ვარჯიშები. თოკზე გადაადგილება, ჟუმარით და ზურგჩანთით. თოკზე დაშვება დულფერი. სადგურის აწყობა დაცვის წერტილებზე , ასევე ქიმებზე. აღჭურვილობის ორგანიზება დაცვის ქამარზე და მისი სწორად გამოყენება. ასევე ისინი გაეცნენ უსაფრთხოების წესებს მთამსვლელობის სხვადასხვა მიმარულებით. ყველა ვარჯიში გეგმის მიხედვით განხორციელდა; შეფასდა მონაწილეთა მზაობა მთამსვლელთა სკოლის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად; ვარჯიშებმა ჩაიარა ნაყოფიერად, ტრამვების
ჭიათურაში სვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (SMCC) პირველი სავარჯიშო შეკრება
ჭიათურაში სვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (SMCC) პირველი სავარჯიშო შეკრება გაიმართა. ჯგუფის მონაწილეება სიღრმისეული პრაქტიკული და თეორიული გამლცდილება მიიღეს. გაეცნენ სამთო აღჭურვილობას, მის სწორ გამოყენებას, მოვლას, შერჩევასა და სერტიფიცირების სისტემებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ უსაფრთხო და სანდო ინვენტარის შეფასება. განსაკუთრებული დრო დაეთმო ცოცვისას დაშვებული გავრცელებული შეცდომების განხილვას - მათი იდენტიფიცირებისა და პრევენციის მეთოდებს. მონაწილეებმა იმუშავეს როგორც ქვედა, ისე ზედა დაცვაზე, სწორი დაზღვევის და ნაპრალიდან
მთამსვლელთა სკოლის პირველი შეკრება
კარგი დასაწყისი. მთამსვლელთა სკოლის 2026 წლის სპორტული ჯგუფის პირველი სავარჯიშო შეკრებები წარმატებით დასრულდა ! 25–28 მარტს და 24-28 აპრილს მთამსვლელთა სკოლის სპორტულმა ჯგუფმა ჭიათურაში, კაცხის რეგიონში გაიარა ინტენსიური ვარჯიშები. ეს იყო წლის პირველი აქტივობები, რომელიც სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. არახელსაყრელი ამინდების მიუხედავად, ამაღლებულმა სულისკვეთებამ შესაძლებელი გახადა ყველა დაგეგმილი აქტივობის შესრულება. ვარჯიშებმა ჩაიარა ნაყოფიერად, ტრამვების გარეშე. ვარჯიშები მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს : - „მთამსვლელობის რისკ-ფაქტორები“, თეორია (პრეზენტაცია); - მეკლდეურობა-
2026 წლის კალენდარი
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გამგეობამ 2026 წლის 5 მარტს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა ორგანიზაციის 2026 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმა, რომელიც მოიცავს სპორტულ ექსპედიციებს, სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებსა და საერთაშორისო გასვლებს მთელი წლის განმავლობაში. კალენდარული გეგმა დამტკიცდა გამგეობის სხდომის ოქმი N2/26-ის საფუძველზე, რომელიც თანდართულია.
დაუჯერებელი ამბავი — ანუ ტიან-შანი.
🏔️ მარტის პირველ ნახევარში საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ეგიდითა და გია თორთლაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ექსპედიცია ტიან-შანის მთებში, კერძოდ ალაა არჩას ეროვნული პარკში. 🧗 ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ ვახო ბლაგიძე და პავლე თაბაგარი. მათი მიზანი იყო ყინულოვანი მარშრუტების გავლა და ალპური სტილის ასვლები. ▫️ ექსპედიციის განმავლობაში სამი რთული ასვლა განხორციელდა. პირველი ორი ასვლა შესრულდა მთა კორონა-ზე: ფიოდოროვის მარშრუტი — სირთულე 4ა, დაახლოებით 460 მ ყინული. პლოტნიკოვის მარშრუტი — სირთულე 4ა, დაახლოებით
წევრების რეგისტრაცია დაიწყო
2025 წელს ფედერაციის წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლიდან ფედერაციის ფიზიკური პირი წევრებისთვის დაწესდა 50 ლარის ოდენობის წლიური საწევრო გადასახადი. ფედერაციის წევრის სტატუსის მისაღებად რეგისტრაციის გავლა და საწევრო გადასახადის გადახდა სავალდებულოა. მხოლოდ წევრის სტატუსის მიღების/გააქტიურების შემდეგ, პირს შეეძლება ყველა იმ პრივილეგიითა და მხარდაჭერით სარგებლობა, რასაც ფედერაცია სთავაზობს მის წევრებს (ღონისძიებებში მონაწილეობა, აღჭურვილობით სარგებლობა, ბოტანიკურ ბაღში შესვლა/ვარჯიში, ფედერაციის პარტნიორი ორგანიზაციების ფასდაკლებები და სხვა). საწევრო გადასახადის გადახდა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტზე: ბანკი:
დაფინანსების მოთხოვნების მიღება დაიწყო
დაფინანსების მოთხოვნების მიღება დაიწყო საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის წევრთა საყურადღებოდ - 2026 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმის დამტკიცების მიზნით ფედერაცია იწყებს 2026 წლის სპორტული ღონისძიებების დაფინანსების მოთხოვნების მიღებას წარმოდგენილ მოთხოვნებს ფედერაციის გამგეობა განიხილავს და ფედერაციის მიზნებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩევს იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს (განსაზღვრავს მათ ბიუჯეტებს), რომლებიც ფედერაციის კალენდარში იქნება შეტანილი. ღონისძიების დაფინანსება დამოკიდებული იქნება შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაზე. მოთხოვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამის ფორმაში (იხ. მოთხოვნის ფორმა

