მთამსვლელთა სკოლის შეკრება ყაზბეგში
მთის რეალურ პირობებში, ყინულზე და თოვლზე ვარჯიშები – მთამსვლელთა სკოლის შემდეგი შეკრება, პირველი საფეხურის მოსწავლეებისთვის, ყაზბეგში ჩატარდა
ხელმძღვანელი და ინსტრუქტორი: გიორგი ტეფნაძე;
ინსტრუქტორები: ბაქარ გელაშვილი, თემური ქურდიანი, თორნიკე ტეფნაძე;
შეკრების მონაწილეები: ნიკოლოზ ქემოკლიძე, საბა ფანჩულიძე, ლუკა თოდუა, ზაზა თვალაძე, გიორგი საძაგლიშვილი, მარიამ კობახიძე, ამირან მალანია, გიორგი დარახველიძე, მერი ჯოხაძე, ვახტანგ მჭედლიძე, მარიამ ლომსაძე, ირინა გურგენიძე, სალომე ცისკაძე, ქეთევან კალაძე, გიორგი პაპიძე;
სწავლება მიმდინარეობდა 6 დღის განმავლობაში – მონაწილეებმა მთის რეალურ პირობებში ივარჯიშეს ყინულზე/თოვლზე უსაფრთხო გადაადგილებისა და დაცვის უზრუნველყოფაში;
მთამსვლელთა სკოლის პირველი საფეხურის 11 მონაწილე მყინვარწვერზე ავიდა;
სწავლებამ ჩაიარა ტრამვების გარეშე, ვულოცავთ მონაწილეებს და წარმატებებს ვუსურვებთ!

