სიახლეები

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მთამსვლელთა სკოლის პროგრამის ფარგლებში 2025 წლის მაისში ჩატარდა სწავლება ჭიათურაში, კაცხის საცოც რეგიონში. სწავლება მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში.   სპორტული და გარდამავალი ეტაპის კატეგორიის სწავლებაში მონაწილეობდა 13 სპორტსმენი.  თითოეულმა პრაქტიკა გაიარა შემდეგ დისციპლინებში :   სპორტული ცოცვა ( უსაფრთხოება, დაცვაზე დგომა, "მოწყვეტის" სპეციფიკა);   თოკთან "მუშაობა" და გადაადგილება (მიღება-გაშვება; დაშვების ტექნიკა);   კლდის სამაშველო - დაშავებულის ამოყვანა/ დაშვება კლდოვან რელიეფზე;   სამთო აღჭურვილობის და დაცვის სახეობების გაცნობა და " მუშაობის" სპეციფიკა;   ‘დრაითულინგის’

მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია აცხადებს ახალბედების მიღებას მთამსვლელობის სკოლაში; სკოლის მიზანია, კომპლექსური სწავლების(თეორიული და პრაქტიკული) საშუალებით, ახალბედების ჩამოყალიბება დამოუკიდებელ მთამსვლელებად. სკოლის დამთავრების შემდეგ, მათ შანსი მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ეგიდით ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებსა და ექსპედიციებში. მონაწილეთა ასაკი: 16-30 წელი (არასრულწლოვანი მონაწილეები დაიშვებიან მშობლის/მეურვის ოფიციალური თანხმობით); მთამსვლელთა სკოლის პროგრამაში მისაღებად აუცილებელია გაიაროთ ორი ეტაპი: მიღების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ აღნიშნული ფორმა მითითებულ ბმულზე: გასაუბრება; განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025

2025 წლის 30 აპრილს, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ახალ ოფისში (ახალი სპორტის სასახლისშენობა) გაიმართა ფედერაციის წევრთა ყრილობა, რომელმაც დაამტკიცა ფედერაციის ახალი წესდება და აირჩია გამგეობის2 ახალი წევრი: ბაქარ გელაშვილი და ავთანდილ ცინცაძე. ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჟღენტმა ფედერაციის წევრებს წარუდგინა გასული წლის საქმიანობის ანგარიში და გააცნო ფედერაციის სამომავლო გეგმები. ყრილობის მიერ მიღებული ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. წესდების ნახვა შეგიძლიათ აქ -  წესდება  

2025 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმა დამტკიცებულია. დასაფინანსებელი ღონისძიებების შერჩევაზე გადაწყვეტილების მიღებისასას ფედერაცია დაეყრდნო შემდეგ პრიორიტეტებს: 1.⁠ ⁠მთამსვლელობის სკოლა; 2.⁠ ⁠მთამსვლელობაში ახალგაზრდების ჩართვა; 3.⁠ ⁠მთამსვლელების პროფესიულ ზრდასა და ახალ ტექნიკურ საფეხურზე გადასვლაზე ორიენტირებული პროექტები; 4.⁠ ⁠ტექნიკურად გამორჩეული მარშრუტების გავლა. გთხოვთ გაითვალოსწინოთ, რომ კალენდარში მითითებული დაფინანსებული პროექტების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, წინასწარ, სულ მცირე ერთი თვით ადრე უნდა წარმოაგინონ შესაბამისი განაცხადი დასაფინანსებელი ხარჯების მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფედერაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი მათ სრულყოფილად დაფინანსებაზე.

2024 წლის 17 - 21 დეკემბერს მთამსვლელთა სკოლის სასწავლო პროგრამის ზამთრის მოდულის ფარგლებში ორწვერის მწვერვალზე სპრტული ექსპედიცია განხორციელდა. სასწავლო ექსპედიციას ხელმძღვანელობდნენ ინსტრუქტორები - თემურ ქურდიანი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი. წარმოგიდგენთ მათ ჩანაწერებს: “გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე ორ დღიანი ვარჯიშის შემდეგ, მთისკენ დავიძარით, უკვე გარკვეული გამოცდილობის სპორტული ჯგუფის შემთხვევაშიც კი გამოწვევა აღმოჩნდა საბაზო ბანაკში ერთ დღეში ასვლა. მეტეოსადგურში დაღამებამდე ავაღწიეთ და მომდევნო დღეები ქარიშხლის დამშვიდებას ველოდით. ორწვერის (4250მ.) ჩრდილო-აღმოსავლეთ

14-16 დეკემბერს ყაზბეგში, გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე მთამსვლელობის სკოლის ზამთრის მოდულის სწავლება გაიმართა გუნდმა ყინულზე ცოცვასა და ნაპრალიდან სამაშველო ოპერაციების შესრულებაზე ივარჯიშა ინსტრუქტორები: თემურ ქურდიანი, გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი მონაწილეები: ზურა ძმიაშვილი, ნესი მაჭავარიანი, სოფო კუსიანი, ეკატერინე რატიანი, ზაალ ებანოიძე სწავლებამ პროდუქტიულად ჩაიარა. ვარჯიშის მიზანი ზამთრის მთის ექპედიციისთვის მონაწილეთა გადამზადება იყო.   ფოტოები

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x