2025 წლის ღონისძიებების დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის წევრთა საყურადღებოდ!
2025 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმის დამტკიცების მიზნით ფედერაცია იწყებს 2025 წლის სპორტული ღონისძიებების დაფინანსების მოთხოვნების მიღებას.
წარმოდგენილ მოთხოვნებს ფედერაციის გამგეობა განიხილავს და ფედერაციის მიზნებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩევს იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს (განსაზღვრავს მათ ბიუჯეტებს), რომლებიც ფედერაციის კალენდარში იქნება შეტანილი. ღონისძიების დაფინანსება დამოკიდებული იქნება შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაზე.
მოთხოვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამის ფორმაში ( ფორმა ). (მოთხოვნების მითითებულ ფორმაში წარმოდგენა და მასი ყველა გრაფის შევსება სავალდებულოა და მხოლოდ ამ ფორმაში წარმოდგენილი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შევსებული მოთხოვნის ფორმა წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2025 წლის 19 იანვრისა ფედერაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@ufgm.ge. (ამ ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი მოთხოვნები არ განიხილება).
წინამდებარე შეტყობინება არ ეხება მთამსვლელობის სკოლის ღონისძიებებს და გთხოვთ, მოთხოვნის ფორმაში არ ასახოთ მთამსვლელობის სკოლის ფარგლებში გასამართი ღონისძიებები.
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წარმატებებს გისურვებთ.