სავარჯიშო გასვლა თურქეთში

4 – 22 ნოემბერს გაიმართა თურქეთის საცოც რეგიონებში სავარჯიშო გასვლა არჩილ ბადრიაშვილისა და თემურ ქურდიანის ხელმძღვანელობით
გასვლაში მონაწილეობდნენ: არჩილ ბადრიაშვილი (ხელმძღვანელი, ინსტრუქტორი), თემურ ქურდიანი (ინსტრუქტორი), ავთო ჯაფარიძე, ნარიმან ჯაფარიძე, ბეშქენ ფილფანი.
ვარჯიში გაიმართა ,,სპორტული ცოცვისა” და ,,ტრადიციული ცოცვის” დისციპლინებში, ორივე ცოცვის დისციპლინის განვითარებისთვის საჭიროა ინტენსიური, ხანგრძლივი ვარჯიში რათა ინსტრუქტორმა და ყოველმა მონაწილემ შეძლოს თითოეული მონაწილის ძლიერი და სუსტი მხარეების ამოცნობა და გაძლიერება. კარგად დაგეგმილი და შემდგარი ამ ტიპის ვარჯიშის განმავლობაში მიღწეული შედეგი დიდი ხნის განმავლობაში ეხმარება. სპორტსმენს საშუალო და რთულ რელიეფზე გადაადგილებისას და აუცილებელი ატრიბუტია თანამედროვე ტექნიკური ალპინიზმისთვის.
თითოეულმა მონაწილემ აიმაღლა კლდეზე ცოცვის ფორმა და გაიარა საკუთარ კარიერაში ყველაზე რთული სპორტული ცოცვის ბილიკები, კერძოდ, გეიკბაიერის საცოცი რეგიონის ცხრა სხვადასხვა სექტორი, ოლიმპოს მხარე – ორი სექტორი, აკიარლარის კლდე, სივრიდაგის მთა, გირევიტის კლდეები.
ერთად გავაგრძელოთ ქართული ალპინიზმის ისტორია.
x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x