ექსპედიცია პატაგონიის მთათა სისტემაში

ქართული ალპინისტური ექსპედიცია პატაგონიის მთათა სისტემაში წარმატებით დასრულდა.
მთამსვლელთა ფედერაციის მხარდაჭერით, არჩილ ბადრიაშვილმა და თემურ ქურდიანმა განახორციელეს რეგიონის უმაღლეს მწვერვალზე – ჩერრო ფიტც როიზე (Fitz Roy 3,405 მ) ასვლა. მარშრუტი იქნა გავლილი ერთ დღეში სრულად თავისუფალი ცოცვით. მთამსვლელები მწვერვალიდან დაეშვნენ საპირისპირო მხარეს, მანიონ-ტერაის გზით.
პატაგონიის ამინდი მსოფლიოში განთქმულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური, მკაცრი ქარებით, შესაბამისად გასვლაც Ძლიერ უამინდობაში დაიწყო, მთამსვლელებს ერთი დღის განმავლობაში მუხლს ზემოთ საკვალ თოვლში უწევდათ გადაადგილება. ექსპედიციის წევრების არჩეული გზის თავისებურებას წარმოადგენს მისი სიგრძე (1600 ვერტიკალური მეტრი) და მუდმივი სირთულე – ყინულის, მიქსთისა და კლდის ცვალებადობა, რაც საჭიროებს ერთი ქანიდან მეორეზე გადაწყობას, მუდმივად ტონუსში და ყურადღებით ყოფნას.
მიუხედავად ყველაფრისა მათ მარშრუტი შესაშურ, ერთ დღეში გაიარეს, კარავი მწვერვალთან ამინდის დროებითი გაუარესების ფონზე გაშალეს და შემდეგ დილას, მზის თანხლებით ავიდნენ მწვერვალზე!
x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x