დაუჯერებელი ამბავი — ანუ ტიან-შანი.
🏔️ მარტის პირველ ნახევარში საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ეგიდითა და გია თორთლაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ექსპედიცია ტიან-შანის მთებში, კერძოდ ალაა არჩას ეროვნული პარკში.
🧗 ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ ვახო ბლაგიძე და პავლე თაბაგარი.
მათი მიზანი იყო ყინულოვანი მარშრუტების გავლა და ალპური სტილის ასვლები.
▫️ ექსპედიციის განმავლობაში სამი რთული ასვლა განხორციელდა.
პირველი ორი ასვლა შესრულდა მთა კორონა-ზე:
- ფიოდოროვის მარშრუტი — სირთულე 4ა, დაახლოებით 460 მ ყინული.
- პლოტნიკოვის მარშრუტი — სირთულე 4ა, დაახლოებით 550 მ ყინული.
მესამე და ყველაზე რთული ასვლა განხორციელდა თავისუფალი კორეა-ზე:
- ბარბერის მარშრუტი — სირთულე 5ბ, დაახლოებით 960 მ ყინული.
ეს მარშრუტი ატარებს ლეგენდარული ამერიკელი კლდეზე მცოცავის — Henry Barber — სახელს. მან, Jeff Lowe-თან ერთად, სწორედ ამ კედელზე განახორციელა პირველი ასვლა.
🙌 აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული მარშრუტის პირველი გავლიდან ზუსტად 50 წელი გავიდა.
💬 მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ტიან-შანის ზამთრის პირობებში ეს ასვლები განსაკუთრებულად რთული და ამავე დროს დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა — ძლიერი ყინული, მკაცრი ამინდი და დიდი კედლები, ყველაფერი ის, რაც მთას ნამდვილ ხასიათს აძლევს.

