ვანო იმნაიშვილის, არჩილ ბადრიაშვილისა და ნიკო ფალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

16 დეკემბერს მთამსვლელთა ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა ვანო იმნაიშვილის, არჩილ ბადრიაშვილისა და ნიკო ფალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო;

ღონისძიება ეხებოდა მათი ცხოვრების გზას, მოღვაწეობასა და შეუფასებელ წვლილს  ქართული მთამსვლელობისა და სამთო გამყოლობის განვითარებაში.

ამ თბილ და დასამახსოვრებელ შეხვედრაზე გავიხსენეთ მათი ისტორიები და მემკვიდრეობა. სიტყვით გამოვიდნენ მათი მეგობრები, დავათვალიერეთ ფოტოები მთისა თუ ბარის, ვუყურეთ მათი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს და მოვისმინეთ გულწრფელი საუბრები მთამსვლელობაზე, თავდადებასა და თავისუფლებაზე.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილი – დაჯილდოების ცერემონია იყო:

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სახელით ჯილდო გადაეცა ვანო იმნაიშვილს – ფედერაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

ფრირაიდის ფედერაციის სახელით ჯილდო გადაეცა

ნიკო ფალიანს – ფრირაიდში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ხოლო არჩილ ბადრიაშვილის ფონდის სახელით ჯილდო გადაეცა

სვანეთის გმირ სამთო მაშველებს –

„არჩილ ბადრიაშვილის ფონდის ჯილდო ღირსებისა და თავდადებისთვის სვანეთის სამთო მაშველებს.“

ღონისძიებას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო – იმდენი, რომ დარბაზში ყველა ვერ დაეტია, რაზეც გული გვწყდება. დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს, ვინც ეს საღამო ვანოს, არჩილის და ნიკოს ოჯახთან ერთად გაიზიარა.

საღამოს ხელგაშლილად უმასპინძლა: თეატრალურმა კომპანიამ „ჰარაკი“; ასევე ფურშეტისთვის სივრცე დაგვითმო მაიკო ჭოხონელიძემ

საღამოს სიყვარულით გაუძღვა: ანანო ფილფანი

მუსიკალური შესრულება, რამაც საღამო კიდევ უფრო გაამდიდრა: გიორგი მარგიანი

პოსტერის დიზაინი: ნინუკა ცინცაძე

ჯილდოს დიზაინი: ია კაკაბაძე

საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა რუსკა ბადრიაშვილსა და მარიამ კალანდაძეს, ასევე გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს.

მადლობა საორგანიზაციო საქმეების გუნდის სხვა წევრებს: ფალიანების ოჯახი, ვანო იმნაიშვილის მეუღლე – თამუნა ბუწაშვილი, ავთო ჯაფარიძე, ივა წიკლაური, ხატია თედიაშვილი, ნინუცა შატბერაშვილი, ლექსო სოსელია.

ფოტოები: ალექსანდრე შერვაშიძე, ნიკოლოზ თაბუკაშვილი

უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ საღამოს ვიდეო ჩანაწერს

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x