დაფინანსების მოთხოვნების მიღება დაიწყო

დაფინანსების მოთხოვნების მიღება დაიწყო

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის წევრთა საყურადღებოდ – 2026 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმის დამტკიცების მიზნით ფედერაცია იწყებს 2026 წლის სპორტული ღონისძიებების დაფინანსების მოთხოვნების მიღებას

წარმოდგენილ მოთხოვნებს ფედერაციის გამგეობა განიხილავს და ფედერაციის მიზნებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩევს იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს (განსაზღვრავს მათ ბიუჯეტებს), რომლებიც ფედერაციის კალენდარში იქნება შეტანილი. ღონისძიების დაფინანსება დამოკიდებული იქნება შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაზე.

მოთხოვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამის ფორმაში (იხ. მოთხოვნის ფორმა – https://shorturl.at/HwwS7 ). (მოთხოვნების მითითებულ ფორმაში წარმოდგენა და მასი ყველა გრაფის შევსება სავალდებულოა და მხოლოდ ამ ფორმაში წარმოდგენილი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შევსებული მოთხოვნის ფორმა წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 25 იანვრისა ფედერაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@ufgm.ge. (ამ ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი მოთხოვნები არ განიხილება)

წინამდებარე შეტყობინება არ ეხება მთამსვლელობის სკოლის ღონისძიებებს და გთხოვთ, მოთხოვნის ფორმაში არ ასახოთ მთამსვლელობის სკოლის ფარგლებში გასამართი ღონისძიებები.

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წარმატებებს გისურვებთ.

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x