კრეიგ ნატალისა და სკოტ სომერსის სამთო-სამაშველო და სამედიცინო ტრენინგები
საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის მიერ ყაზბეგში ჩატარებული სამთო-ალპინისტურ ბანაკში ამერიკელმა ინსტრუქტორებმა კრეიგ ნატალიმ და სკოტ სომერსმა ჩაატარეს სამთო-სამაშველო და სამედიცინო ტრენინგები. შემოდგომის ალპინიადა წარმოადგენს ტრადიციულ ღონისძიებას, რომლითაც იხურება მიმდინარე წლის ალპინისტური ღონისძიებების ციკლი დამწყებთათვის, მისი მიზანია ახალგაზრდებში დანერგოს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მთის სიყვარული, ბუნების მოვლა - პატივისცემა და მთაზე ასვლის უნარები. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ფოტოები
სამთო-ალპინისტური ბანაკი ხდე
საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის მიერ 6-13 ოქტომბერს ყაზბეგში ჩატარდა სამთო-ალპინისტური ბანაკი ხდე - 2024 სამთო სათავგადასავლო ბანაკი - ალპინინადას მიზანია ახალგაზრდებში დანერგოს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მთის სიყვარული, ბუნების მოვლა - პატივისცემა და მთაზე ასვლის უნარები. შემოდგომის ალპინიადა წარმოადგენს ტრადიციულ ღონისძიებას, რომლითაც იხურება მიმდინარე წლის ალპინისტური ღონისძიებების ციკლი დამწყებთათვის. ბანაკისთვის 40 მონაწილე შეირჩა, ხოლო ინსტრუქტორები იყვნენ ბუბა ალუდაური, ნიკოლოზ თეთრაშვილი, ტიტე მეძმარიაშვილი, გიორგი კახაბრიშვილი,
სწავლება სოფელ კაცხში
2024 წლის 30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში ჩატარდა სწავლება. სწავლებას ხელმძღვანელობდა ბიძინა გუჯაბიძე, ხოლო დამხმარე ინსტრუქტორი იყო სოფიო ჭელიძე. მონაწილეები - ნუკრი გიორგაძე, ნიკოლოზ ხუბულაშვილი, ელენე კეკელიძე, მედეა კენკებაშვილი, მარიამ დავიდოვი, მაია წიწილაშვილი, სოლომონ შაქარაშვილი, ნათია გოგალაძე, თორნიკე რაქვიაშვილი, ცოტნე ცაავა, ლაშა გაბრიჩიძე, ქეთევან ფალიანი, ალექსანდრე ლიპარტიანი, ლუკა წიკლაური, ზურაბ ქუქიშვილი, ვახტანგ ხვინთელანი, გიორგი ლელაძე. შეკრებაზე მონაწილეებმა შეისწავლეს ცოცვის ტექნიკები, დაცვაზე დგომის ტექნიკა (ე.წ.
ექსპედიცია მწვერვალ თეთნულდზე
26-31 აგვისტოს განხორციელდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ექსპედიცია მწვერვალ თეთნულდზე. ექსპედიციის ფარგლებში დასრულდა რეჟისორ კოტე აბაშიძის ფილმის “თეთრი რელიგია” მეორე ნაწილის გადაღებების პროცესი, რომელიც ეძღვნება მთაში დაღუპული პირველი ქართველი მთამსვლელების სიმონ ჯაფარიძისა და პიმენ დვალის ხსოვნას. ფილმს ქართველი მაყურებელი იხილავს მიმდინარე წლის ნოემბერში. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა გელა ოთარაშვილი, ხოლო ინსტრუქტორი ასევე იყო ალიოშა ფანგანი ფოტოები
პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
2024 წლის 10-13 ივნისს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სპორტსმენებმა და მთამსვლელობის სკოლის მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილე პირებმა გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი. მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაზარალებულის პირველადი (ჰოსპიტალიზაციამდე) სამედიცინო დახმარება ABC ალგორითმის მიხედვით, გულ-ფილტვის რეანიმაცია, პირველი დახმარება ზემო სასუნთქი გზების უცხო სხეულით ობსტრუქციის, ტრავმული დაზიანების, სისხლდენისა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა მდგომარეობების დროს. განხილულ იქნა პირველადი დახმარების სპეციფიკა სამთო პირობებში. მონაწილეებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად გაიარეს პრაქტიკული
ვარჯიშის მეორე ეტაპი არშას საცოც კლდეზე
8-9 ივნისს, არშას საცოც კლდეზე ჩატარდა ვარჯიში. თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი გამოცდილება საჭიროების მიხედვით სპორტულ ცოცვაში - პრაქტიკული და თეორიული გაკვეთილები. ვარჯიშში მონაწილეობდნენ ბიძინა გუჯაბიძე, ქეთი ფალიანი, მაია წიწილაშვილი, ზურა ქუქიშვილი, ბუბა ხვინთელანი, სანდრო ლიპარტიანი. ფოტოები - მაია წიწილაშვილი