2024 წლის Piolets d’Or-ის ღონისძიებაზე არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

2024 წლის Piolets d’Or (იგივე მსოფლიო ოქროს წერაყინის, „ალპინიზმის ოსკარის“) დაჯილდოების ცერემონიაზე პატივი მიაგეს არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას.

წლევანდელი ცერემონია გაიმართა დოლომიტებში, კერძოდ სან მარტინოში (San Martino di Castrozza, იტალია) 8-11 დეკემბერს.

შეგახსენებთ, რომ Piolets d’Or-ის მიზანია არა მხოლოდ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასვლების აღიარება, არამედ ამ ასვლების გამოყენება მკაფიო ეთიკური გზავნილების გასავრცელებლად მთამსვლელობის პრაქტიკის შესახებ.

ეს ჯილდო ხაზს უსვამს პროგრესულ ალპინიზმს, რომელიც გულისხმობს შემოქმედებით დაინოვაციურ ახალ მარშრუტებს, და მეტის გაკეთებას ნაკლები საშუალებებით, გამოცდილებაზე დაყრდნობით.  ჯილდოს მიზანია, ალპინიზმის ხელოვნებასთან ერთად, პატივი მიაგოს მთის ერთგულებას, თავგადასავლის სიყვარულსა და ახალ აღმოჩენებს მსოფლიო უმაღლეს და ურთულესმთიანეთში. ჯილდოები აღიარებენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ მიღწევებს. იყო Piolets d’Or  ლაურეატი, ნიშნავს, იყო გამოცდილი მთამსვლელი შთამბეჭდავი რეკორდით ალპურისტილის ასვლებში. ალპური სტილი კი წარმოადგენს ასვლის განსაკუთრებით სუფთა ფორმას,როდესაც მცირე ჯგუფები მინიმალისტური მიდგომით ცდილობენ უმაღლესი ტექნიკური სირთულის მიზნების მიღწევას.

წელს ოქროს წერაყინი გადაეცა 2023 წელს განხორციელებულ სამ მნიშვნელოვან, უმაღლესი კლასის ასვლას ალპურ სტილში, და ამასთანავე, სპეციალური აღიარება ერგო ქალ მთამსვლელს იტალიელ  Nives Meroi – ნაივს მეროის.  მთამსვლელობაში ცხოვრების მანძილზე შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ესპანელი ცნობილი მთამსვლელი Jordi Corominas – ჯორდი კორომინასი.

საერთაშორისო ჟიურის წევრები იყვნენ: ლიზ ბილონი (საფრანგეთი), ალეშ ჩესენი (სლოვენია), ტონი გუტჩი (გერმანია), გენკი ნარუმი (იაპონია), ენრიკო როსო (იტალია), ჯეკ ტეკლმა (აშშ) და მიკელ ზაბალზა (ესპანეთი).

წელს დაჯილდოებაზე, ასევე, პატივი მიაგეს 2024 წელს მთებში გარდაცვლილ იმ მთამსვლელებს, რომლებსაც წარსულში მიღებული ჰქონდათ Piolets d’Or-ის ჯილდო. ესენი იყვნენ:

Kazuya Hiraide და Kenro Nakajima იაპონელი ლეგენდარული მთამსვლელები, რომლებიც 2024 წლის 27 ივლისს  K2-ზე (8,611 m) ახალი გზის გავლისას გარდაიცვალნენ; დაჯილდოებულნი იყვნენ რამდენიმე ოქროს წერაყინით. აღსანიშნავია, რომ  ისინი წელსაც, გარდაცვალების შემდგომ, დაჯილდოვდნენ  ასვლისთვის ტირიჩ მირის (7,708 მ. ჰინდუ კუში, პაკისტანი) ჩრდილოეთ კედელზე. ოქროს წერაყინის ჯილდო მათ მეუღლეებს გადაეცათ.

სერგეი ნილოვი, რომელიც გაშერბრუმ IV-ზე (7,925მ. ყარაყორუმი) 2024 წლის აგვისტოში სერაკმა იმსხვერპლა, მაშინ როდესაც თავის მეწყვილეს, წინა წელს დაღუპულ, დმიტრი გოლოვჩენკოს ეძებდა. ეს წყვილიც ორგზის „ოსკაროსანი“ იყო.

არჩილ ბადრიაშვილი, რომელიც წელს, 10 აგვისტოს, 34 წლისა, სვანეთში, შხელდის ტრავერსის დასრულებისას, აღმოსავლეთ მწვერვალიდან დაშვებისას ჭექა-ქუხილის დროს მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რაც წლევანდელ დაჯილდოებას განასხვავებდა წინა წლებისგან იყო, სიხარულსა და აღნიშვნასთან ერთად, მეგობარი მთამსვლელების მტკივნეული გაცილება და დამშვიდობება.

ცერემონიალზე მიპატიჟებული იყო და მას ესწრებოდა არჩილის და – რუსკა ბადრიაშვილი, არჩილის ორ მეგობართან – სარა შმიდტი (შვეიცარია) და სოფიო ბერიძე – ერთად.

დაჯილდოების დაწყებამდე piolets d’Or პრეზიდენტმა Christian Trommsdorff- ქრისტიან თრომსდორფმა სიტყვა წარმოთქვა მთაში დაღუპულ მთამსვლელებზე;  არჩილის ფოტოს გამოჩენისას მან ახსენა, რომ არჩილი მეგობარი იყო და რომ „ვისაც ახსოვს არჩილი, ისინი შეხვედრიან ადამიანს, რომელიც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ძლიერი მთამსვლელი“.

ცნობისთვის, არჩილ ბადრიაშვილი, თავის გუნდთან ერთად, Piolets d’Or მსოფლიო ოქროს წერაყინზე ნომინირებული იყო ზედიზედ ხუთი წელი – 2018; 2019; 2020; 2021 და 2022 წლებში, ხოლო 2022 წელს ნომინირება დაგვირგვინდა კიდეც უმაღლესი ჯილდოთი.

არჩილ ბადრიაშვილმა, თავის მეწყვილეებთან – გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად, 2022 წელს მსოფლიო ოქროს წერაყინი აიღო მწვერვალისთვის: Saraghrar NW 7,300მ. (ჰინდი კუში, პაკისტანი); უმაღლესი სირთულის კატეგორია “6ბ”; 3-10 სექტემბერი, 2021.
ფილმი:

Piolets d’Or-ის მიერ მომზადებული ვიდეო:

შეგიძლიათ არჩილისადმი მიძღვნილ დასამშვიდობებელ წერილს ინგლისურ ენაზე, ვრცლად გაეცნოთ Piolets d’Or საიტზე:

სრულად დაჯილდოების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:

ფოტოები: ©️ Piolets d’Or/ Piotr Drodz

 
x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x