წარმატებული ექსპედიცია სვანეთში

2023 წლის 20 აგვისტო – 2 სექტემბერს სვანეთში  წარმატებული ექსპედიცია შედგა. მასში მონაწილეობდნენ არჩილ ბადრიაშვილი, თემურ ქურდიანი, ავთანდილ ჯაფარიძე, ნარიმან ჯაფარიძე და ბეშქენ ფილფანი. ექსპედიციის მონაწილეებმა შეასრულეს ორი ასვლა – თეთნულდსა და უშბაზე.

 

არჩილ ბადრიაშვილის და თემურ ქურდიანის ჩაბმამ განახორციელა თეთნულდის (4,860 მ.) სამხრეთ ფერდის და ქედის პირველ-გავლა. ახალი, 1700 ვერტიკალური მეტრი სიმაღლის გზის გავლა თეთნულდზე ადიშის ხეობის მხრიდან განხორციელდა სწორად და მსუბუქ სტილში, უშუალოდ მარშრუტის დაფარვა მწვერვალამდე განხორციელდა ერთი დღის განმავლობაში. Ამას წინ უსწრებდა სააკლიმატიზაციო გასვლა მწ. Ლაილაზე (4,000 მ.)

ბეშქენ ფილფანის, ავთანდილ და ნარიმან ჯაფარიძეების სამეულის  ჩაბმამ გაიარა ჩრდილო უშბის (4,695 მ.) ჩრდილო ქედი. მარშრუტის გავლა განხორციელდა სწრაფ და მსუბუქ სტილში.  სამეულმა ერთი ღამისთევით მოახერხა დაბა მესტიიდან მწვერვალის მიღწევა და შინ დაბრუნება. Ბანაკში კავშირისთვის მათ ახლდათ ,,ჭაუხის ბანაკი 2023-ის” კიდევ ერთი მონაწილე, მარიამ გელაშვილი. აღსანიშნავია, რომ  ამ შემადგენლობით მოსამზადებელ ეტაპზე ასვლა დოლაყორას მწვერვალზე, კლდოვანი გზით განხორციელდა.

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x