გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დამწყები მთამსვლელების ალპინიადა
6-12 აგვისტოს პერიოდში კლუბ ტონთიოსა და მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დამწყები მთამსვლელებისთვის ჭაუხში ალპინიადა გაიმართა.
ღონისძიებაში 14 ახალგაზრდა დამწყები მონაწილეობდა, რომელთაც 3 ინსტრუქტორი ხელმძღვანელობდა:
ხელმძღვანელი – ზაზა ცერცვაძე
ინსტრუქტორი – ნიკოლოზ ღვინიაშვილი ინსტრუქტორი – იოსებ გორგიშელი
ალპინიადას განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული მომზადება — თოვლზე გადაადგილების ტექნიკა, თოკით მუშაობა, დაზღვევა, სადგურების ორგანიზება და კლდეზე გადაადგილება. მიღებული ცოდნა პრაქტიკაში იქნა გამოცდილი ორ მწვერვალზე ასვლისას — თიკანაძესა და რჩეულიშვილზე.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების ფიზიკური გამძლეობის ამაღლებას, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას და მთის მიმართ სიყვარულის გაღვივებას — ბევრმა მონაწილემ უკვე გამოთქვა მომავალში მთაში სიარულის სურვილი.
ალპინიადა წარმატებით და გართულებების გარეშე დასრულდა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს!

