მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფი — 13 დღე, 24 მწვერვალი, 24 ასვლა!
მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფი — 13 დღე, 24 მწვერვალი, 24 ასვლა!
IV და V კატეგორიის მარშრუტები, დამოუკიდებელი ასვლები და მონაწილეთა ლიდერობა ასვლებზე.
მთამსვლელთა სკოლის ისტორიაში პირველად დაფიქსირებული ასეთი მაღალი შედეგი — 2026 წლის ზაფხულის შეკრება ქართული სპორტული ალპინიზმისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
29 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ჭაუხის მასივში ჩატარდა საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის შეკრება.
შეკრების მთავარი მიზანი მონაწილეთა ტექნიკური მომზადების გაღრმავება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და უფრო მაღალი სირთულის მარშრუტებზე დამოუკიდებლად სიარულისთვის საჭირო გამოცდილების დაგროვება იყო.
შედეგი — 13 დღე, 24 მწვერვალი და 24 ასვლა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მონაწილეები მარშრუტებს დამოუკიდებლად, როგორც „თოკის ლიდერები“ ისე გადიოდნენ — თავად იღებდნენ პასუხისმგებლობას მარშრუტის ტექნიკურ მონაკვეთებზე, შუალედური დაცვების გამოყენებაზე, სადგურების ორგანიზებასა და მოძრაობის უსაფრთხოებაზე.
შეკრების ფარგლებში წარმატებით შესრულდა არაერთი მაღალი კატეგორიის მარშრუტის გავლა, მათ შორის:
◈ „ჭელიძე“ — 4ა
◈ „ასათიანი“ — 4ა
◈ „ლეონიძე“ — 4ა
◈ „სერებრიაკოვი“ — 5ა
◈ „ჯოხაძე“ — 5ბ
◈ და სხვა მარშრუტები.
საერთო ჯამში შესრულდა ცხრა IV კატეგორიისა და ოთხი V კატეგორიის ასვლა.
შეკრების განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული პროგრამა:
◈ კლდეზე და თოვლზე გადაადგილება;
◈ მიღება-გაშვების ტექნიკა;
◈ კლდის სამაშველო სამუშაოები;
◈ შუალედური დაცვების გამოყენება;
◈ სადგურების ორგანიზება;
მარშრუტის დამოუკიდებლად დაგეგმვა და გავლა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთამსვლელთა სკოლის ფარგლებში მსგავსი მაღალი სპორტული შედეგი პირველად დაფიქსირდა. მიღწეული შედეგი არა მხოლოდ გავლილი მარშრუტების რაოდენობასა და სირთულის კატეგორიებში აისახა, არამედ მონაწილეთა დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებშიც გამოიხატა.
ამ შეკრებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თითოეული მონაწილის ფიზიკური და ტექნიკური კონდიცია, მომზადების დონე და რეალური პროგრესი.
აღსანიშნავია, რომ მთელი შეკრება ტრავმებისა და რაიმე სერიოზული გართულებების გარეშე წარმატებით დასრულდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ინტენსიური და დატვირთული პროგრამის პირობებში.
ხელმძღვანელობა
ხელმძღვანელი: გიორგი ტეფნაძე
ინსტრუქტორები: ბაქარ გელაშვილი, თემურ ქურდიანი, გიორგი ტეფნაძე
მონაწილეები
⬥ არჩილ შენგელია
⬥ დაჩი ჩადუნელი
⬥ ეკატერინე რატიანი
⬥ ზაალ ებანოიძე
⬥ გიორგი სიჭინავა
⬥ ლერი პაქსაძე
⬥ მარიამ ქართველიშვილი
⬥ მზია ბაძაღუა
⬥ ნესტანი მაჭავარიანი
⬥ ნიკოლოზ გუბაური
⬥ ნიკოლოზ ჭელიძე
⬥ ნიკოლოზ ხუბულაშვილი
⬥ ნოდარ აბუთიძე
⬥ პავლე თაბაგარი
⬥ სოფიო კუსიანი
⬥ ტატა მერაბიშვილი
⬥ თორნიკე ტეფნაძე
⬥ ქეთევან პირველი
⬥ შალვა რაქვიაშვილი
ეს შედეგი მხოლოდ ერთი შეკრების სტატისტიკა არ არის.
ეს არის იმის დასტური, რომ თანმიმდევრული სწავლება, დისციპლინა, პრაქტიკული გამოცდილება და სწავლების სწორი სპორტული პროგრამა რეალურ შედეგს იძლევა.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საერთო წარმატება უფრო დიდი სპორტული მთამსვლელობის წარმატებების საწინდარი გახდება და მთამსვლელთა სკოლის მომავალ თაობებს კიდევ უფრო მაღალი მიზნების დასახვისა და მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

