სწავლება ჭიათურაში

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მთამსვლელთა სკოლის პროგრამის ფარგლებში 2025 წლის მაისში ჩატარდა სწავლება ჭიათურაში, კაცხის საცოც რეგიონში. სწავლება მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში.

 

სპორტული და გარდამავალი ეტაპის კატეგორიის სწავლებაში მონაწილეობდა 13 სპორტსმენი.  თითოეულმა პრაქტიკა გაიარა შემდეგ დისციპლინებში :

 

სპორტული ცოცვა ( უსაფრთხოება, დაცვაზე დგომა, “მოწყვეტის” სპეციფიკა);

 

თოკთან “მუშაობა” და გადაადგილება (მიღება-გაშვება; დაშვების ტექნიკა);

 

კლდის სამაშველო – დაშავებულის ამოყვანა/ დაშვება კლდოვან რელიეფზე;

 

სამთო აღჭურვილობის და დაცვის სახეობების გაცნობა და ” მუშაობის” სპეციფიკა;

 

‘დრაითულინგის’ დისციპლინა – აღჭურვილობის გაცნობა და ტექნიკის დემონსტრირება; ცოცვა (ზედა-ქვედა დაცვით) D5 და D6 სირთულის რელიეფზე.

 

სწავლებამ ჩაიარა პროგრამის მიხედვით, ტრავმების გარეშე.

 

ინსტრუქტორები:

თემურ ქურდიანი

ვახო ბლაგიძე

გიორგი ტეფნაძე

 

აღნიშნული სწავლება წარმოადგენდა  ჭაუხის რეგიონში, რეალური მთის პირობებში დაგეგმილ, ცენტრალური შეკრების მოსამზადებელ ეტაპს

ფოტოგალერეა

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x