მთასვლელთა ფესტივალი 2023
100 წელი ქართველი მთამსვლელების მიერ მყინვარწვერის დაპყრობიდან. ამ დღესთან დაკავშირებით ფედერაციის ინიციატივით მთამსვლელთა ფესტივალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში გაიმართა ღონისძიებაზე, რომელსაც 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა, ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 6 ადამიანი დაჯილდოვდა. ფესტივალი კი გრანდიოზული კონცერტით დაიხურა. შეგახსენებთ, წელს, 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე პირველი ქართული ასვლებიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ფოტოგალერეა
საიუბილეო ექსპედიცია მყინვარწვერზე
ქართული მთამსვლელობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 3-7 ოქტომბერს მყინვარწვერის ექსპედიცია წარმატებით დასრულდა - 35 მონაწილიდან, მყინვარზე ავიდა 22 მთამსვლელი ექსპედიციას ხელმძღვანელობდა - არჩილ ბადრიაშვილი ექსპედიცია დაყოფილი იყო ჯგუფებად, რომელთაც ჯგუფის ხელმძღვანელი ინსტრუქტორები/სამთო გამყოლები უძღვებოდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ: არჩილ ბადრიაშვილი, თორნიკე სულხანიშვილი, ვანო იმნაიშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი ექსპედიციას ჰყავდა სამაშველო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი კახაბრიშვილი, ტიტე მეძმარიაშვილი და თემურ ქურდიანი. ფოტოგალერეა
წარმატებული ექსპედიცია სვანეთში
2023 წლის 20 აგვისტო - 2 სექტემბერს სვანეთში წარმატებული ექსპედიცია შედგა. მასში მონაწილეობდნენ არჩილ ბადრიაშვილი, თემურ ქურდიანი, ავთანდილ ჯაფარიძე, ნარიმან ჯაფარიძე და ბეშქენ ფილფანი. ექსპედიციის მონაწილეებმა შეასრულეს ორი ასვლა - თეთნულდსა და უშბაზე. არჩილ ბადრიაშვილის და თემურ ქურდიანის ჩაბმამ განახორციელა თეთნულდის (4,860 მ.) სამხრეთ ფერდის და ქედის პირველ-გავლა. ახალი, 1700 ვერტიკალური მეტრი სიმაღლის გზის გავლა თეთნულდზე ადიშის ხეობის მხრიდან განხორციელდა სწორად და მსუბუქ სტილში, უშუალოდ მარშრუტის