სიახლეები

2024 წლის 3 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ფედერაციის ეგიდით განხორციელდა ექსპედიცია. მისი ხელმძღვანელი იყო ბექარ ფაჯიშვილი, ხოლო მეორე მონაწილე - შაკო მარგიანი. 4 ივნისს 3450 მეტრზე გაიშალა საბაზო ბანაკი, საიდანაც მოხდა მიზნად დასახული მარშრუტის საფუძვლიანად დაკვირვება. წინა დღეებში მოსული უხვი ნალექის და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო მარშრუტზე იყო უამრავი ზვავი და ქვათაცვენა. ღამის განმავლობაშიც კი, როდესაც ტემპერატურა შედარებით დაბალია, იყო განმეორებითი ზვავები. 

5

2 ივნისს, არშას საცოც კლდეზე ჩატარდა ვარჯიში. თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი გამოცდილება საჭიროების მიხედვით სპორტულ ცოცვაში - პრაქტიკული და თეორიული გაკვეთილები. ვარჯიშში მონაწილეობდნენ: ზურაბ ქუქიშვილი, არჩილ ქისიშვილი, ელენე კეკელიძე, მაია წიწილაშვილი და ქეთევან ფალიანი. ინსტრუქტორი ბიძინა გუჯაბიძე. მას ასევე ესწრებოდნენ გიორგი გომიაშვილი და თორღვა ქუქიშვილი ფოტოები - გიორგი გომიაშვილი

სპორტული მთამსვლელობის კლასის ასამაღლებელი ვარჯიშების მეორე ეტაპი 18 მაისიდან - 23 მაისის ჩათვლით, სოფელ კაცხში გაიმართა. კაცხისა და ჭიათურის კლდეებზე 6 დღიანი ვარჯიშის შედეგად თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი გამოცდილება საჭიროების მიხედვით სპორტულ ცოცვაში: ქვედადაცვით , თოკთან უსაფრთხოების სისტემის გადამეორებაში , ტრადიციული ცოცვის აღჭურვილობასთან პრაკტიკული და თეორიული გაკვეთილები. გასვლაში მონაწილეობდნენ თემურ ქურდიანი, მაიკო სიჭინავა, მარიამ გელაშვილი, ეკატერინე რატიანი, ზაალ ებანოიძე, თორნიკე ტეფნაძე , ნიკოლოზ ახვლედიანი , ნესი მაჭავარიანი

ჭიათურაში, სოფ. კაცხში 22 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით გაიმართა ვარჯიშები სპორტულცოცვაში. გასვლაში მონაწილეობდნენ თემურ ქურდიანი, ზურა ძმიაშვილი, მაიკო სიჭინავა, მარიამგელაშვილი. ვარჯიშის თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი გამოცდილება. ვარჯიში განხორციელდაქვედადაცვით, თოკთან უსაფრთხოების სისტემის გადამეორებაში, ტრადიციული ცოცვისაღჭურვილობასთან და დრაითულინგის კლასში. ვარჯიშის მიმდინარეობამ ჩაიარა ტრავმების გარეშე. ფოტოგალერეა

დაიწყო საერთაშორისო ექსპედიცია ინდოეთის ჰიმალაებში. მიზანი მწვერვალ ნანდა დევის აღმოსავლეთ მწვერვალზე (7434მ) ახალი გზით ასვლაა. ექსპედიციის ერთ-ერთი წევრია ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი, ხელმძღვანელი ფრანგი მთამსვლელი მანუ პელისიე, ხოლო მესამე წევრი გამოჩენილი სლოვენიელი მთამსვლელი მარკო პრეზელი. ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ექსპედიციაში ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება. მონაწილეებს ვუსურვებთ კარგ პირობებსა და წარმატებულ ექსპედიციას!

მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია აცხადებს ახალბედების მიღებას მთამსვლელობის სკოლის წინა მოსამზადებელ შეკრებაზე ჭაუხის რეგიონში. მონაწილეებს, რომლებიც შეკრებას წარმატებით გაივლიან, შესაძლებლობა ექნებათ შერჩევის საფუძველზე გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე და ჩაირიცხონ მთამსვლელობის სკოლაში. სკოლის მიზანია, კომპლექსური სწავლებებს საშუალებით, ახალბედების ჩამოყალიბება პერსპექტიულ მთამსვლელებად. სკოლის დამთავრების შემდეგ მათ შანსი მიეცემათ გახდნენ საქართველოს ნაკრების წევრები, მონაწილეობა მიიღონ გაერთიანებული ფედერაციის მხარდაჭერით მოწყობილ ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის ექსპედიციებში და სხვადასხვა ღონისძიებებში. შეკრების ჩატარება იგეგმება ივნისის ბოლოს. დეტალური ინფორმაციის

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x