სიახლეები

2024 წლის Piolets d'Or (იგივე მსოფლიო ოქროს წერაყინის, „ალპინიზმის ოსკარის“) დაჯილდოების ცერემონიაზე პატივი მიაგეს არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას. წლევანდელი ცერემონია გაიმართა დოლომიტებში, კერძოდ სან მარტინოში (San Martino di Castrozza, იტალია) 8-11 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ Piolets d'Or-ის მიზანია არა მხოლოდ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასვლების აღიარება, არამედ ამ ასვლების გამოყენება მკაფიო ეთიკური გზავნილების გასავრცელებლად მთამსვლელობის პრაქტიკის შესახებ. ეს ჯილდო ხაზს უსვამს პროგრესულ ალპინიზმს, რომელიც გულისხმობს შემოქმედებით დაინოვაციურ ახალ მარშრუტებს, და მეტის

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია საერთაშორისო სათხილამურო ალპინიზმის ფედერაციის (International Ski Mountaineering Federation (ISMF)) ოფიციალური წევრი გახდა. ,,სკიმო’’ ზამთრის ოლიმპიური სპორტია, რომელიც ზამთრის ოლიმპიადებზე 5 სახეობითაა წარმოდგენილი. ესენია: გუნდური რბოლა, სპრინტი, შერეული ესტაფეტა, ინდივიდუალური რბოლა და ვერტიკალი. ჩვენ ვმუშაობთ და გვჯერა, რომ მალე გამოჩნდებიან ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენენ ალპინიზმის ერთადერთ ოლიმპიურ სახეობაში.

„მთამსვლელებისთვის, მთებისთვის, მსოფლიოსთვის“, ეს UIAA-ს - ცოცვისა და მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაციის დევიზია, რომლის წევრიც სულ ცატა ხნის წინ საქართველოც გახდა. UIAA-ში გაწევრიანება ფედერაციისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა, რომელიც ფედერაციასა და მის სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ როგორც თავად UIAA-ს, ისე მისი წევრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სპორტულ თუ სხვა სახის ღონისძიებებში/შეჯიბრებებში, გაიარონ შესაბამისი სწავლებები, მიიღონ ის შეღავათები და ბენეფიტები, რაც დადგენილი იქნება UIAA წევრი ორგანიზაციების სპორტსმენთათვის, ჩაერთონ მოხალისეებად,

28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა ქალ სპორტსმენთა შეკრება კაცხში, რომელიცმიზნად ისახავდა კლდეზე ცოცვისა და მუშაობის ტექნიკების გაუმჯობესებას, სპორტსმენთა ფორმისშენარჩუნებას. შეკრებაში მონაწილეობდნენ მარიამ გელაშვილი, ქეთევან ფალიანი, მაია წიწილაშვილი, ნესტანმაჭავარიანი, სოფიო კუსიანი და ანანო ფილფანი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მარიამგელაშვილი. მონაწილეებმა გაიუმჯობესეს სპორტული ცოცვის დონე და ტექნიკები, ერთმანეთს გაუზიარესგამოცდილებები, გაიცნეს ერთმანეთი კლდეზე მუშაობის პროცესში, რაც მოიაზრებდა დაცვაზემდგომისა და მცოცავთა ურთიერთობებს ვარჯიშის დროს. გამომდინარე ცოცვის აქტიური სეზონისა, ბანაკში იმყოფებოდნენ სხვა სპორტსმენებიც, რამაც

არჩილ ბადრიაშვილი იყო მთამსვლელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გამგეობის წევრი, ფედერაციის მთამსვლელობის სკოლის ხელმძღვანელი, მთის გიდი, მთის დოკუმენტალისტი, დიპლომირებული მედიკოსი, ადიქციის კვლევების მაგისტრი. არჩილმა მეკლდეურობა 7 წლის ასაკში დაიწყო, 9 წლის ავიდა ჭაუხის მთებში გურამ რჩეულიშვილის და გურამ თიკანაძის სახელობის მწვერვალებზე მამასთან ერთად. 15 წლისა ავიდა მყინვარწვერზე, ხოლო 21 წლის ასაკში უკვე ასული იყო  უშბის ორივე მწვერვალზე. 2014 წელს არჩილმა, თავის მეწყვილე -

თემურ ქურდიანის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის მიერ გავლილი ახალი გზა ჭაუხის რეგიონში - მწვერვალი ასათიანი(საჯიხვეების კლდეები), აღმოსავლეთის კედელი.   მარშრუტი იწყება 3220 მეტრზე. 3ა -სირთულის რელიეფი მიუყვება მთავარ კედლამდე (3530 მ.), ხოლო ძირითადი კედლის  ვერტიკალია 250 მეტრი - საშუალოდ 5ბ სირთულის.   მარშრუტი გავლილ იქნა ერთი ღამისთევით (06-07 ოქტომბერი).   შეგახსენებთ, ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველგავლა მოხდა 2016 წელს, არჩილ ბადრიაშვილთან ერთად   ფოტოები

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x