სწავლება სოფელ კაცხში
2024 წლის 30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში ჩატარდა სწავლება.
სწავლებას ხელმძღვანელობდა ბიძინა გუჯაბიძე, ხოლო დამხმარე ინსტრუქტორი იყო სოფიო ჭელიძე.
მონაწილეები – ნუკრი გიორგაძე, ნიკოლოზ ხუბულაშვილი, ელენე კეკელიძე, მედეა კენკებაშვილი, მარიამ დავიდოვი, მაია წიწილაშვილი, სოლომონ შაქარაშვილი, ნათია გოგალაძე, თორნიკე რაქვიაშვილი, ცოტნე ცაავა, ლაშა გაბრიჩიძე, ქეთევან ფალიანი, ალექსანდრე ლიპარტიანი, ლუკა წიკლაური, ზურაბ ქუქიშვილი, ვახტანგ ხვინთელანი, გიორგი ლელაძე.
შეკრებაზე მონაწილეებმა შეისწავლეს ცოცვის ტექნიკები, დაცვაზე დგომის ტექნიკა (ე.წ. ქვედა-ზედა დაცვები), აღჭურვილობის გამოყენების წესი (ვადა, გამძლეობა, დაზიანების შემოწმება), კვანძები და მათი გამოყენების წესი, სადგურების აწყობა, საკვეხებისა და „ფრენდების“ გამოყენება, სხვადასხვა სახის პოლისპასტის აწყობა და მათი გამოყებენა განსხვავებულ რელიეფებზე, კლდოვან რელიეფზე დაზარალებულის დაშვება ან აყვანა და დაზარალებულის ტრანპორტირება.
ყველა მონაწილემ წარმატებით და სრულად გაიარა პროგრამის, როგორც თეორიული, ასევე პრაკტიკული ნაწილი.
სწავლების მიზანია მომავალი მთამსვლელების ზამთრისა და ზაფხულის მწვერვალებისთვის მომზადება.