კრეიგ ნატალისა და სკოტ სომერსის სამთო-სამაშველო და სამედიცინო ტრენინგები
საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის მიერ ყაზბეგში ჩატარებული სამთო-ალპინისტურ ბანაკში ამერიკელმა ინსტრუქტორებმა კრეიგ ნატალიმ და სკოტ სომერსმა ჩაატარეს სამთო-სამაშველო და სამედიცინო ტრენინგები.
შემოდგომის ალპინიადა წარმოადგენს ტრადიციულ ღონისძიებას, რომლითაც იხურება მიმდინარე წლის ალპინისტური ღონისძიებების ციკლი დამწყებთათვის, მისი მიზანია ახალგაზრდებში დანერგოს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მთის სიყვარული, ბუნების მოვლა – პატივისცემა და მთაზე ასვლის უნარები.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
0 Comments