სამთო-ალპინისტური ბანაკი ხდე

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის მიერ 6-13 ოქტომბერს ყაზბეგში ჩატარდა სამთო-ალპინისტური ბანაკი ხდე – 2024

სამთო სათავგადასავლო ბანაკი – ალპინინადას მიზანია ახალგაზრდებში დანერგოს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მთის სიყვარული, ბუნების მოვლა – პატივისცემა და მთაზე ასვლის უნარები.

შემოდგომის ალპინიადა წარმოადგენს ტრადიციულ ღონისძიებას, რომლითაც იხურება მიმდინარე წლის ალპინისტური ღონისძიებების ციკლი დამწყებთათვის.

ბანაკისთვის 40 მონაწილე შეირჩა, ხოლო ინსტრუქტორები იყვნენ ბუბა ალუდაური, ნიკოლოზ თეთრაშვილი, ტიტე მეძმარიაშვილი, გიორგი კახაბრიშვილი, შალვა თათრაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი და ღინისძიების ხელმძღვანელი ოთარ თათარაშვილი,

ღონისძიების მსვლელობის დროს ჩატარდა სამთო-სამაშველო, სამედიცინო, მდინარის გადალახვისა და ალპინისტური კვანძების ტრენინგები.

ღონისძიების ფარგლებში 20 მონაწილე ავიდა მწვერვალზე (გარდა ინსტრუქტორებისა) ასვლა განხორციელდა მწ. ყუროზე (4071 მ ზდ)

ფოტები – ავტორები: ოთარ თათარაშვილი, ბაბუა ალუდაური, ალექსანდრე ტატევოსიანი და ტიტე მეძმარიაშვილი

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x