ორწვერის მწვერვალზე ექსპედიცია

2024 წლის 17 – 21 დეკემბერს მთამსვლელთა სკოლის სასწავლო პროგრამის ზამთრის მოდულის ფარგლებში ორწვერის მწვერვალზე სპრტული ექსპედიცია განხორციელდა.

სასწავლო ექსპედიციას ხელმძღვანელობდნენ ინსტრუქტორები – თემურ ქურდიანი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი.

წარმოგიდგენთ მათ ჩანაწერებს:

“გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე ორ დღიანი ვარჯიშის შემდეგ, მთისკენ დავიძარით, უკვე გარკვეული გამოცდილობის სპორტული ჯგუფის შემთხვევაშიც კი გამოწვევა აღმოჩნდა საბაზო ბანაკში ერთ დღეში ასვლა. მეტეოსადგურში დაღამებამდე ავაღწიეთ და მომდევნო დღეები ქარიშხლის დამშვიდებას ველოდით. ორწვერის (4250მ.) ჩრდილო-აღმოსავლეთ ყინულოვანი ფერდი შევარჩიეთ. მწვერვალზე გასვლის დღეს იშვითად კარგი ამინდი დაგვემთხვა, სამ წყვილად დაყოფილ ჯგუფად დავიწყეთ ცოცვა, გამოწვევებით, მაგრამ მაინც მხნედ, ალესილი წრიაპის, წერაყინის და ერთმანეთის იმედად.“

მონაწილეთათვის ეს იყო პირველი ზამთრის ყინულოვანი (3-იანი კატეგორიის) მარშრუტი და ყველა ჯგუფი წარმატებით ავიდა მწვერვალზე; დაშვება იგივე მარშრუტით განხორციელდა.

სპორტულ სწავლებაში მთამსვლელობის სკოლის შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ: ნესი მაჭავარიანი, სოფო კუსიანი, ეკატერინე რატიანი, ზაალ ებანოიძე, რობიკო სუჯაშვილი.

📷 ფოტოები გიორგი ტეფნაძე

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x