ქალ სპორტსმენთა შეკრება კაცხში
28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა ქალ სპორტსმენთა შეკრება კაცხში, რომელიცმიზნად ისახავდა კლდეზე ცოცვისა და მუშაობის ტექნიკების გაუმჯობესებას, სპორტსმენთა ფორმისშენარჩუნებას.
შეკრებაში მონაწილეობდნენ მარიამ გელაშვილი, ქეთევან ფალიანი, მაია წიწილაშვილი, ნესტანმაჭავარიანი, სოფიო კუსიანი და ანანო ფილფანი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მარიამგელაშვილი.
მონაწილეებმა გაიუმჯობესეს სპორტული ცოცვის დონე და ტექნიკები, ერთმანეთს გაუზიარესგამოცდილებები, გაიცნეს ერთმანეთი კლდეზე მუშაობის პროცესში, რაც მოიაზრებდა დაცვაზემდგომისა და მცოცავთა ურთიერთობებს ვარჯიშის დროს.
გამომდინარე ცოცვის აქტიური სეზონისა, ბანაკში იმყოფებოდნენ სხვა სპორტსმენებიც, რამაც უფროსასიამოვნო და საინტერესო გახადა ვარჯიშის პროცესი.
აღნიშნული ტიპის ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია მომავალი ალპინისტური გასვლებისგანხორციელებისთვის.