არჩილ ბადრიაშვილი – 26.07.1990-10.08.2024
არჩილ ბადრიაშვილი იყო მთამსვლელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გამგეობის წევრი, ფედერაციის მთამსვლელობის სკოლის ხელმძღვანელი, მთის გიდი, მთის დოკუმენტალისტი, დიპლომირებული მედიკოსი, ადიქციის კვლევების მაგისტრი.
არჩილმა მეკლდეურობა 7 წლის ასაკში დაიწყო, 9 წლის ავიდა ჭაუხის მთებში გურამ რჩეულიშვილის და გურამ თიკანაძის სახელობის მწვერვალებზე მამასთან ერთად. 15 წლისა ავიდა მყინვარწვერზე, ხოლო 21 წლის ასაკში უკვე ასული იყო უშბის ორივე მწვერვალზე.
2014 წელს არჩილმა, თავის მეწყვილე – გიორგი ტეფნაძესთან ერთად, დაიწყო დამოუკიდებელი ექსპედიციების ორგანიზება; მათი უმრავლესობა – საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ხელშეწყობით.
არჩილს უკავშირდება უამრავი ახალი გზა, პირველ-ასვლა, პირველ-გავლა და არაერთი საინტერესო თავგადასავალი კავკასიონის ურთულეს და უმაღლეს მწვერვალებზე, ისევე როგორც ჰიმალაებში, ყარაყორუმში, პამირში, ტიან-შანში, ალპებში, ჰინდი კუშში. 2023 წელს კი უკვე პატაგონიაშიც, სადაც პირველმა ქართველებმა დადგეს ფეხი რეგიონის უმაღლეს მწვერვალზე – ჩერრო ფიტც როიზე (Fitz Roy 3,405 მ) მარშრუტი: სუპერკანალეტა 5A/+თემო ქურდიანთან ერთად, ორი დღე მთაზე (დაშვება ტერაის გზით).
არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძის და ბაქარ გელაშვილის სახელს უკავშირდება აქამდე აუსვლელი სამი მწვერვალი ჰიმალაებში:
ლარკია მთავარი (6,425) , პანგპოჩე I, და პანგპოჩე II (6,620/6,504 ); ასევე ერთი აუსვლელი მწვერვალი პაკისტანში: სარაგრარი NW (7,300მ.)
2024 წელს არჩილის, მარკო პრეზელისა და მანუ პელისიეს სახელს კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი უკავშირდება – ინდოეთის ჰიმალაებში ისინი ნანდა დევისთან ახლოს მდგარ მწვერვალზე ავიდნენ (5B) და მას ნანდა შორი (ნანდას ქალიშვილი) უწოდეს.
არჩილ ბადრიაშვილმა, თავის მეწყვილეებთან გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად, 2022 წელს მსოფლიო ოქროს წერაყინი (Piolets d’Or ,იგივე მთამსვლელობის ოსკარი) აიღო მწვერვალისთვის: Saraghrar NW 7,300მ. (ჰინდი კუში, პაკისტანი) უმაღლესი სირთულის კატეგორია “6ბ”; 3-10 სექტემბერი, 2021
- (იხილეთ ფილმი: )
არჩილს აღებული აქვს ქართული ოქროს წერაყინი „წლის ასვლა“ შემდეგ წლებში:
2015; 2017; 2018; 2019; 2020; 2021. (აღსანიშნავია რომ 2021 წლის შემდეგ ოქროს წერაყინის ცერემონია საქართველოში აღარ ჩატარებულა.)
არჩილ ბადრიაშვილი თავის მეწყვილეებთან ერთად Piolets d’Or მსოფლიო ოქროს წერაყინზე (მთამსვლელობის ოსკარზე) მნიშვნელოვანი ასვლების სიით ნომინირებული იყო ზედიზედ ოთხი წელი – 2018; 2019; 2020; 2021 წლებში, ხოლო 2022 წელს ნომინირება დაგვირგვინდა კიდეც უმაღლესი ჯილდოთი.
ნომინანტი ასვლები:
- ლარკია მთავარი 6,425 – აუსვლელ მწვერვალზე ასვლისთვის (გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილთან ერთად) 1700/700 ED1 M5 6a A4, ნეპალი, ჰიმალაები
- შხარა 5,203 საქართველოს უმაღლეს მწვერვალზე პირველი ზამთრის ასვლა საქართველოს მხრიდან, ახალი გზით, წყვილში (გიორგი ტეფნაძესთან ერთად) “6B” 2,300 ED2 M5, WI5
- პანგპოჩე I და პანგპოჩე II 6,620/6,504 – აუსვლელ მწვერვალებზე პირველ-ასვლა 2300 & 1700 ორივე მე-5 კატეგორიის (გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილთან ერთად )ნეპალი, ჰიმალაები.
- უშბა 4,710 ჩრდილო-დასავლეთ კედელის დირექტი, ახალი გზა “6A/6B” 1700, ED2 A4
რაც შეეხება სხვა გამორჩეულ ასვლებს, გავიხსენოთ კიდევ რამოდენიმე.
კავკასიონის რეგიონი:
არჩილის და გიორგი ტეფნაძის სახელს უკავშირდება საქართველოს უმაღლესი მწვერვალის – ზამთრის შხარის (5,203 მ) პირველგავლა საქართველოს მხრიდან.
- უშბა 4,710 & 4,695 ექვსი ასვლა ექვსი სხვადასხვა რთული გზით, მათ შორის უშბის ტრავერსი 6ა (Პპირველი ქართული ოქროს წერაყინი (2016 წ.)
- მყინვარწვერი 5,054 50 ასვლა კავკასიონის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე, მათ შორის გველეშაპის გზით, ზამთარში (“5ბ”) (AAJ Report)
- ჯანღი-თაუ 5,058 საქართველოს სიმაღლით მეორე მწვერვალი, ქართველიშვილის (5ბ) მარშუტის ახალი ვარიანტი (AAJ Report)
- მწ. აილამა4,547 ახალი გზა-დირექტი 5ბ South Face direct
- ჩათინის 4,420 ჩრდილოეთ კედელი, პრე-ზამთრულ პირობებში 6ა;
- ჭაუხის ტრილოგია (მასივის სამი ურთულესი კედელი) ახალი გზები:
- ასათიანის “სვეტი” NW Column; ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველგავლა East Wall, აღმაშენებლისჩრდილო კედელი
- ჭაუხის პირველი სრული ტრავერსი (11 მწვერვალი, ჯავახიშვილი – თიკანაძე) სოლო, ორ დღეში, 5ბ.
- ოცამდე პირველი სოლო გავლა და პირველი ზამთრის ასვლა ჭაუხის მასივში (5ბ კატეგორიამდე)პაკისტანი (ყარაყორუმი და ჰინდი კუში)
- ნანგა პარბატი 8,126 მ. დედამიწის სიმაღლით მე-9 მთა. პირველი ქართული ასვლა.
დამხმარე ჟანგბადის, მზიდავების და ,,ფიქსინგ თიმის” გარეშე, მოწინავე გუნდად (Documentary) 2019
- ლანგუტა ბარფი (ჰინდი კუშის პატარძალი) 6,833 მ. პირველი ასვლა პაკისტანის მხრიდან. პაკისტანი-ავღანეთის საზღვარი.
ჰიმალაები
- მაკალუ 8,485, დედამიწის სიმაღლით მე-5 მთა. პირველი ქართული ასვლის ექსპედიციის ხელმძღვანელი. მწვერვალზე დამხმარე ჟანგბადის, მზიდავების და ,,ფიქსინგ თიმის: გარეშე ავიდნენ გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი.
ინდოეთის ჰიმალაები:
2024 წელს ინდოეთის ჰიმალაებში არჩილ ბადრიაშვილმა, მარკო პრეზელმა და მანუ პელისიემ მწვ. ჩანგუჩზე ახალი გზა, გაიარეს (5A).ახლახან გამოცემულ American Alpine Journal 2024-ში დაიბეჭდა სტატია არჩილის კიდევ ორ ასვლაზე – მის მეწყვილე თემო ქურდიანთან ერთად შხარის ტრავერსზე და თეთნულდის სამხრეთ ფერდის პირველ-გავლაზე.
არჩილს უდიდესი წვლილი მიუძღვის წლების განმავლობაში საქართველოში მთამსვლელობის განვითარებასა და მისი სახელის მსოფლიოში გატანაში. ის იბეჭდებოდა ისეთ წამყვან ალპინისტურ გამოცემებში, როგორიცაა Americal Alpine Journal, PlanetMountain, Explorersweb; იღებდა ფილმებს მთაში, დაუზარებელი იყო მედიასთანაც – საუბრობდა ქართულ ტრადიციულ მთამსვლელობასა და თანამედროვე გამოწვევებზე, ეწეოდა ალპინიზმის პოპულარიზაციას.
არჩილი დიდ დროს უთმობდა ახალი თაობის გაზრდას, მათ მომზადებას და წვრთნას. 2024 წელს მისი მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მთამსვლელობის სკოლა, რომლის პირველი ხელმძღვანელი თავად იყო. არჩილმა უხელმძღვანელა ჭაუხებში გამართული სკოლის პირველი სასწავლო/სავარჯიშო შეკრების სპორტულ ნაკადს.
იგი დაიღუპა შხელდის ტრავერსზე, სადაც თავის მეგობრებთან – ავთო და ნარიმან ჯაფარიძეებთან და ბეშქენ ფილფანთან – ერთად მარშუტს 4 დღეში ასრულებდა. დაშვებისას ჭექა-ქუხილის დროს, მეხის დაცემის შედეგად, ის კლდიდან გადაიჩეხა.
შეგახსენებთ, რომ არჩილმა მარტომ გაიარა შხელდის აღნიშნული მწვერვალი 1 წლით ადრე, 2023 წელს.