2025 წლის სპორტული კალენდარი დამტკიცებულია
2025 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმა დამტკიცებულია.
დასაფინანსებელი ღონისძიებების შერჩევაზე გადაწყვეტილების მიღებისასას ფედერაცია დაეყრდნო შემდეგ პრიორიტეტებს:
1. მთამსვლელობის სკოლა;
2. მთამსვლელობაში ახალგაზრდების ჩართვა;
3. მთამსვლელების პროფესიულ ზრდასა და ახალ ტექნიკურ საფეხურზე გადასვლაზე ორიენტირებული პროექტები;
4. ტექნიკურად გამორჩეული მარშრუტების გავლა.
გთხოვთ გაითვალოსწინოთ, რომ კალენდარში მითითებული დაფინანსებული პროექტების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, წინასწარ, სულ მცირე ერთი თვით ადრე უნდა წარმოაგინონ შესაბამისი განაცხადი დასაფინანსებელი ხარჯების მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფედერაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი მათ სრულყოფილად დაფინანსებაზე. (დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სპორტის სამინისტრო).
გთხოვთ გაითვალოსწინოთ – ჩაშლილი პროექტის დაფინანსება გადანაწილდება ფედერაციის შეხედულებისამებრ.
დაფინანსებული სპორტული ღონისძიებები და მათი ბიუჯეტები შეგიძლიათ იხილოთ აქ – 2025 წლის კალენდარი