დეკემბერი 2025

დაფინანსების მოთხოვნების მიღება დაიწყო საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის წევრთა საყურადღებოდ - 2026 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმის დამტკიცების მიზნით ფედერაცია იწყებს 2026 წლის სპორტული ღონისძიებების დაფინანსების მოთხოვნების მიღებას წარმოდგენილ მოთხოვნებს ფედერაციის გამგეობა განიხილავს და ფედერაციის მიზნებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩევს იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს (განსაზღვრავს მათ ბიუჯეტებს), რომლებიც ფედერაციის კალენდარში იქნება შეტანილი. ღონისძიების დაფინანსება დამოკიდებული იქნება შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაზე. მოთხოვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამის ფორმაში (იხ. მოთხოვნის ფორმა

ახალი ქართული მარშრუტი ალპებში! 4 -19 ნოემბერს ალპებში განხორციელდა წარმატებული ქართული ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ნაკრების წევრები — გიორგი ტეფნაძე, თემურ ქურდიანი და ბაქარ გელაშვილი. უამინდობის ფონზე გამოინახა მოკლე ამინდის ფანჯარა, რომლის გამოყენებითაც განხორციელდა ასვლა საფრანგეთის ალპებში, შამონიში, მონბლანის მასივზე, კერძოდ Aiguille du Midi-ზე (ეგიუ-დიუ-მიდი). ვინაიდან ზაფხულ-შემოდგომის სეზონი დასრულებული იყო და ზამთარი ჯერ სრულად არ იყო დამდგარი, მარშრუტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, ხოლო

21 დეკემბერს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოში პირველი სკიმო რბოლა - ბაკურიანის თასი 2025! გვინდა მადლობა გადავუხადოთ სპორტსმენებსა და მოყვარულებს  აქტიურობისთვის და აღნიშნული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ფოტოები

16 დეკემბერს მთამსვლელთა ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა ვანო იმნაიშვილის, არჩილ ბადრიაშვილისა და ნიკო ფალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო; ღონისძიება ეხებოდა მათი ცხოვრების გზას, მოღვაწეობასა და შეუფასებელ წვლილს  ქართული მთამსვლელობისა და სამთო გამყოლობის განვითარებაში. ამ თბილ და დასამახსოვრებელ შეხვედრაზე გავიხსენეთ მათი ისტორიები და მემკვიდრეობა. სიტყვით გამოვიდნენ მათი მეგობრები, დავათვალიერეთ ფოტოები მთისა თუ ბარის, ვუყურეთ მათი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს და მოვისმინეთ გულწრფელი საუბრები მთამსვლელობაზე, თავდადებასა და თავისუფლებაზე. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილი

პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი სპორტსმენები მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სახელით, მონაწილეობას იღებენ ISMF (საერთაშორისო სათხილამურო ალპინიზმის ფედერაცია) ოლიმპიურ სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობით დაორგანიზებულ, სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ახალგაზრდულ სასწავლო ბანაკში იტალიის ქალაქ მასო კორტოში. ჩვენი ქვეყნის სახელით სასწავლო ბანაკში მონაწილეობას იღებენ - ლალი ბურდული, ნიკოლოზ ნაკანი და შაკო მარგიანი ეს უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდა სკიმო ათლეტებისთვის და მწვრთნელებისთვის - გვჯერა, რომ ოლიმპიურ სახეობაში ჩაყრილი საფუძველი მომავალში ქვეყნისთვის უამრავ წარმატებას მოიტანს. ფოტოები

“ჭაუხის ორი, ოქროსფერი შემოდგომა.. საჯიხვეების კლდეები. 2024 წელი. ახალი გზა: მყინვარის სითეთრეს ადამიანების კვალი ამჩნევია. მთები ხვდებიან ჩვენს განწყობას, გვიშვებენ ახლოსდა შინ მშვიდობიანად გვაცილებენ. დაშვებაზე, კიდევ უფრო მეტად, ყურადღებას იპყრობს, გამოკვეთილი ცალკე მდგომი მწვერვალი.  უცნობ კედლებს ვათვალიერებთ, მარშრუტის წარმოდგენით ხაზებს ვავლებთ გონებაში და უკვე ვიცით, რომ ისევ დავბრუნდებით. გვინდა არჩილის(არჩილ ბადრიაშვილის) სახელი ვუწოდოთ მწვერვალს https://www.facebook.com/share/p/1D4W2mwX3f/?mibextid=wwXIfr საჯიხვეების კლდეები 2025 წელი. პირველასვლა. დაბრუნება, „საჯიხვეების კლდეების“კიდევ ერთი ისტორია: ჭაუხში შესვლა

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x