სიახლეები

2024 წლის 10-13 ივნისს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სპორტსმენებმა და მთამსვლელობის სკოლის მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილე პირებმა გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი. მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაზარალებულის პირველადი (ჰოსპიტალიზაციამდე) სამედიცინო დახმარება ABC ალგორითმის მიხედვით, გულ-ფილტვის რეანიმაცია, პირველი დახმარება ზემო სასუნთქი გზების უცხო სხეულით ობსტრუქციის, ტრავმული დაზიანების, სისხლდენისა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა მდგომარეობების დროს. განხილულ იქნა პირველადი დახმარების სპეციფიკა სამთო პირობებში. მონაწილეებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად გაიარეს პრაქტიკული

8-9 ივნისს, არშას საცოც კლდეზე ჩატარდა ვარჯიში. თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი გამოცდილება საჭიროების მიხედვით სპორტულ ცოცვაში - პრაქტიკული და თეორიული გაკვეთილები. ვარჯიშში მონაწილეობდნენ ბიძინა გუჯაბიძე, ქეთი ფალიანი, მაია წიწილაშვილი, ზურა ქუქიშვილი, ბუბა ხვინთელანი, სანდრო ლიპარტიანი. ფოტოები - მაია წიწილაშვილი

2024 წლის 3 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ფედერაციის ეგიდით განხორციელდა ექსპედიცია. მისი ხელმძღვანელი იყო ბექარ ფაჯიშვილი, ხოლო მეორე მონაწილე - შაკო მარგიანი. 4 ივნისს 3450 მეტრზე გაიშალა საბაზო ბანაკი, საიდანაც მოხდა მიზნად დასახული მარშრუტის საფუძვლიანად დაკვირვება. წინა დღეებში მოსული უხვი ნალექის და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო მარშრუტზე იყო უამრავი ზვავი და ქვათაცვენა. ღამის განმავლობაშიც კი, როდესაც ტემპერატურა შედარებით დაბალია, იყო განმეორებითი ზვავები. 

5

2 ივნისს, არშას საცოც კლდეზე ჩატარდა ვარჯიში. თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი გამოცდილება საჭიროების მიხედვით სპორტულ ცოცვაში - პრაქტიკული და თეორიული გაკვეთილები. ვარჯიშში მონაწილეობდნენ: ზურაბ ქუქიშვილი, არჩილ ქისიშვილი, ელენე კეკელიძე, მაია წიწილაშვილი და ქეთევან ფალიანი. ინსტრუქტორი ბიძინა გუჯაბიძე. მას ასევე ესწრებოდნენ გიორგი გომიაშვილი და თორღვა ქუქიშვილი ფოტოები - გიორგი გომიაშვილი

სპორტული მთამსვლელობის კლასის ასამაღლებელი ვარჯიშების მეორე ეტაპი 18 მაისიდან - 23 მაისის ჩათვლით, სოფელ კაცხში გაიმართა. კაცხისა და ჭიათურის კლდეებზე 6 დღიანი ვარჯიშის შედეგად თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი გამოცდილება საჭიროების მიხედვით სპორტულ ცოცვაში: ქვედადაცვით , თოკთან უსაფრთხოების სისტემის გადამეორებაში , ტრადიციული ცოცვის აღჭურვილობასთან პრაკტიკული და თეორიული გაკვეთილები. გასვლაში მონაწილეობდნენ თემურ ქურდიანი, მაიკო სიჭინავა, მარიამ გელაშვილი, ეკატერინე რატიანი, ზაალ ებანოიძე, თორნიკე ტეფნაძე , ნიკოლოზ ახვლედიანი , ნესი მაჭავარიანი

ჭიათურაში, სოფ. კაცხში 22 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით გაიმართა ვარჯიშები სპორტულცოცვაში. გასვლაში მონაწილეობდნენ თემურ ქურდიანი, ზურა ძმიაშვილი, მაიკო სიჭინავა, მარიამგელაშვილი. ვარჯიშის თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი გამოცდილება. ვარჯიში განხორციელდაქვედადაცვით, თოკთან უსაფრთხოების სისტემის გადამეორებაში, ტრადიციული ცოცვისაღჭურვილობასთან და დრაითულინგის კლასში. ვარჯიშის მიმდინარეობამ ჩაიარა ტრავმების გარეშე. ფოტოგალერეა

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x