ფედერაციის წევრობა
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციაში გაწევრიანების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაციის პროცედურა, რომელიც მოიცავს შესაბამისი განაცხადის წარდგენას და ფედერაციის გამგეობის მიერ მისი განხილვის პროცესს.
რეგისტრაცია
განაცხადის ფორმა
ფედერაციაში გაწევრიანების მსურველმა უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადის ფორმა:
განაცხადის ფორმა – სხვა საქმიანობა
სხვა მიმართულებებით დაინტერესებული პირებისთვის (კლდეზე ცოცვა, დრიატულინგი, სათხილამურო მთამსვლელობა (სკიმო)).
წევრად მიღება და წევრთა სია
ფედერაციის წევრად ოფიციალურად მიღება ხდება ფედერაციის გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
ფედერაციის წევრთა სია პერიოდულად ახლდება და ქვეყნდება ვებგვერდზე, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ.
წლიური საწევრო გადასახადი
2025 წელს ფედერაციის წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლიდან ფედერაციის ფიზიკური პირი წევრებისთვის წლიური საწევრო გადასახადი განისაზღვრა 50 ლარით.
ფედერაციის წევრის სტატუსის მისაღებად რეგისტრაციის გავლა და წლიური საწევრო გადასახადის გადახდა სავალდებულოა.
წლიური საწევრო გადასახადის გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
დამატებითი ინფორმაცია
რეგისტრაციასთან, გაწევრიანებასა და საწევრო გადასახადთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ფედერაციის ადმინისტრაციას.

