წევრობა

UFGM

ფედერაციის წევრობა

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციაში გაწევრიანების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაციის პროცედურა, რომელიც მოიცავს შესაბამისი განაცხადის წარდგენას და ფედერაციის გამგეობის მიერ მისი განხილვის პროცესს.

რეგისტრაცია

განაცხადის ფორმა

ფედერაციაში გაწევრიანების მსურველმა უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადის ფორმა:

განაცხადის ფორმა – ალპინიზმი

მთამსვლელობის გამოცდილების მქონე პირებისთვის.

განაცხადის ჩამოტვირთვა ↓

განაცხადის ფორმა – სხვა საქმიანობა

სხვა მიმართულებებით დაინტერესებული პირებისთვის (კლდეზე ცოცვა, დრიატულინგი, სათხილამურო მთამსვლელობა (სკიმო)).

განაცხადის ჩამოტვირთვა ↓

შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ფედერაციის ელექტრონულ მისამართზე: info@ufgm.ge
წევრები

წევრად მიღება და წევრთა სია

ფედერაციის წევრად ოფიციალურად მიღება ხდება ფედერაციის გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

ფედერაციის წევრთა სია პერიოდულად ახლდება და ქვეყნდება ვებგვერდზე, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ.

ფედერაციის წევრთა სიის ნახვა (PDF)

საწევრო

წლიური საწევრო გადასახადი

50ლარი

2025 წელს ფედერაციის წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლიდან ფედერაციის ფიზიკური პირი წევრებისთვის წლიური საწევრო გადასახადი განისაზღვრა 50 ლარით.

ფედერაციის წევრის სტატუსის მისაღებად რეგისტრაციის გავლა და წლიური საწევრო გადასახადის გადახდა სავალდებულოა.

წლიური საწევრო გადასახადის გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

ბანკითიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერიGE60TB7147045067800003
გადახდის დანიშნულებასაწევრო 2026

დამატებითი ინფორმაცია

რეგისტრაციასთან, გაწევრიანებასა და საწევრო გადასახადთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ფედერაციის ადმინისტრაციას.

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x