არჩილ ბადრიაშვილის მწვერვალი
“ჭაუხის ორი, ოქროსფერი შემოდგომა..
საჯიხვეების კლდეები. 2024 წელი. ახალი გზა: მყინვარის სითეთრეს ადამიანების კვალი ამჩნევია. მთები ხვდებიან ჩვენს განწყობას, გვიშვებენ ახლოსდა შინ მშვიდობიანად გვაცილებენ. დაშვებაზე, კიდევ უფრო მეტად, ყურადღებას იპყრობს, გამოკვეთილი ცალკე მდგომი მწვერვალი. უცნობ კედლებს ვათვალიერებთ, მარშრუტის წარმოდგენით ხაზებს ვავლებთ გონებაში და უკვე ვიცით, რომ ისევ დავბრუნდებით. გვინდა არჩილის(არჩილ ბადრიაშვილის) სახელი ვუწოდოთ მწვერვალს https://www.facebook.com/share/p/1D4W2mwX3f/?mibextid=wwXIfr
საჯიხვეების კლდეები 2025 წელი. პირველასვლა. დაბრუნება, „საჯიხვეების კლდეების“კიდევ ერთი ისტორია: ჭაუხში შესვლა დაგვიანებული ჩანდა, გადავწყვიტეთ მაინც გვეცადა ბედი. ჩვენს სამეულს, ვახო ბლაგიძე და თორნიკე ტეფნაძე შემოუერთდა..
30 ოქტობერს „ საბაზო ბანაკი“ მოვაწყეთ და იმავე დღეს მოვახერხეთ მარშრუტის დაზვერვა, მთა გულმისავალი ჩანდა, ავირჩიეთ ლოგიკური ხაზი. ხალისი მოგვემატა.
დაღამებისას უკვე აღჭურვილობა და საჭირო ბარგი გადანაწილებული გვქონდა. მომდევნო გრძელი დღისთვის განვეწყეთ და ერთი, შესაძლო „ცივი“ ღამისთევისთვისაც მოვემზადეთ.
გამთენიისას დავიწყეთ სვლა, ჯერ კიდევ ფანრების შუქზე გავიარეთ ნაკლებად ტექნიკური, დათოვლილი კლდეები და ძირითადი კედლის ძირში, მზის პირველმა სხივებმაც გაგვათბო.
პირველი თოკი საყურადღებო „მიქსთის“ რელიეფით, მომდევნო სველი და მაინც ნაშალი ვერტიკალებით გაგრძელდა. უკვე შუადღეს, სახურავზე მოვექეცით.
მწვერვალზე ერთად ავედით. სიხარული გავიზიარეთ, ჩვენი წილი მოგონებების ღიმილით და სიმბოლური სასმისით …
ბევრი ახალი გზა, პირველ ასვლა დაგროვდა და არასდროს გვქონია გამბედაობა მთებისთვის სახელი დაგვერქმია, ახლა თავად მთებმა თქვეს დასტური.. არჩილის მწვერვალს გაუმარჯოს!
თოკის ჩაბმაში: თემურ ქურდიანი, ბაქარ გელაშვილი, თორნიკე ტეფნაძე, ვახტანგ ბლაგიძე, გიორგი ტეფნაძე.

