მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია აცხადებს ახალბედების მიღებას მთამსვლელობის სკოლაში; სკოლის მიზანია, კომპლექსური სწავლების(თეორიული და პრაქტიკული) საშუალებით, ახალბედების ჩამოყალიბება დამოუკიდებელ მთამსვლელებად. სკოლის დამთავრების შემდეგ, მათ შანსი მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ეგიდით ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებსა და ექსპედიციებში. მონაწილეთა ასაკი: 16-30 წელი (არასრულწლოვანი მონაწილეები დაიშვებიან მშობლის/მეურვის ოფიციალური თანხმობით); მთამსვლელთა სკოლის პროგრამაში მისაღებად აუცილებელია გაიაროთ ორი ეტაპი: მიღების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ აღნიშნული ფორმა მითითებულ ბმულზე: გასაუბრება; განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025
30 აპრილს ფედერაციის ყრილობა გაიმართა
2025 წლის 30 აპრილს, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ახალ ოფისში (ახალი სპორტის სასახლისშენობა) გაიმართა ფედერაციის წევრთა ყრილობა, რომელმაც დაამტკიცა ფედერაციის ახალი წესდება და აირჩია გამგეობის2 ახალი წევრი: ბაქარ გელაშვილი და ავთანდილ ცინცაძე. ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჟღენტმა ფედერაციის წევრებს წარუდგინა გასული წლის საქმიანობის ანგარიში და გააცნო ფედერაციის სამომავლო გეგმები. ყრილობის მიერ მიღებული ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. წესდების ნახვა შეგიძლიათ აქ - წესდება