პამირის მაღალმთიანი ექსპედიცია – ტაჯიკეთი

პამირის მაღალმთიანი ექსპედიცია – ტაჯიკეთი

გიზიარებთ პამირის მთებში რამაზ ჯიქიასა და ვახტანგ ბლაგიძის მიერ წარმატებით შესრულებული ექსპედიციის შედეგებს:

კორჟენევსკაიას მწვერვალი – 7105 მ.

მოსკვინის მყინვარის საბაზო ბანაკიდან (4360 მ), შუალედური ბანაკების (5100 მ, 5300 მ, 6100 მ) თანმიმდევრული გავლისა და ტექნიკური მონაკვეთების დაძლევის შემდეგ, მთამსვლელები წარმატებით ავიდნენ კორჟენევსკაიას მწვერვალზე.

ექსპედიციის მეორე ეტაპი – ისმოილ სომონის (კომუნიზმის) მწვერვალი (7495 მ).

სპორტსმენები მწვერვალის 7300 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ. ისედაც რთული მეტეოროლოგიური პირობების კიდევ უფრო გაუარესების ფონზე, უსაფრთხოების მიზნით, სპორტსმენებმა 7300 მეტრი სიმაღლიდან უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

მონაწილეებს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის!

ფოტოები

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x