September 2026

თეთნულდის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ახალი ვარიაცია 11 სექტემბერს ზაალ ებანოიძემ და ეკატერინე რატიანმა თეთნულდის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ახალი ვარიაცია გაიარეს. მარშრუტის დეტალები: ▫️ხაზის ტიპი - მიქსი ▫️ტექნიკური მონაცემები - 5 თოკი კედელზე და 300+ მეტრი ყინული ▫️სირთულე - TD/5a AI3/M4+ მთამსვლელებმა დაშვება კლასიკური ქედით, პლატოზე გასვლით განახორციელეს. მადლობას ვუხდით მონაწილეებს წარმატებული ექსპედიციისთვის ფოტოები

სამხრეთ უშბა - გაბრიელ ხერგიანის მარშრუტი საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით, 3-16 სექტემბერს სვანეთში კიდევ ერთი წარმატებული ექსპედიცია განხორციელდა. მარიამ გელაშვილმა და რამაზ ჯიქიამ გაბრიელ ხერგიანის მარშრუტის (5ბ) გავლით სამხრეთ უშბის მწვერვალს მიაღწიეს. მადლობას ვუხდით მონაწილეებს გაწეული შრომისთვის და კიდევ ბევრ წარმატებულ ასვლას ვუსურვებთ ! ფოტოები

პამირის მაღალმთიანი ექსპედიცია - ტაჯიკეთი გიზიარებთ პამირის მთებში რამაზ ჯიქიასა და ვახტანგ ბლაგიძის მიერ წარმატებით შესრულებული ექსპედიციის შედეგებს: კორჟენევსკაიას მწვერვალი - 7105 მ. მოსკვინის მყინვარის საბაზო ბანაკიდან (4360 მ), შუალედური ბანაკების (5100 მ, 5300 მ, 6100 მ) თანმიმდევრული გავლისა და ტექნიკური მონაკვეთების დაძლევის შემდეგ, მთამსვლელები წარმატებით ავიდნენ კორჟენევსკაიას მწვერვალზე. ექსპედიციის მეორე ეტაპი - ისმოილ სომონის (კომუნიზმის) მწვერვალი (7495 მ). სპორტსმენები მწვერვალის 7300 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ. ისედაც რთული მეტეოროლოგიური პირობების კიდევ

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x