Author: Admin

2024 წლის Piolets d'Or (იგივე მსოფლიო ოქროს წერაყინის, „ალპინიზმის ოსკარის“) დაჯილდოების ცერემონიაზე პატივი მიაგეს არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას. წლევანდელი ცერემონია გაიმართა დოლომიტებში, კერძოდ სან მარტინოში (San Martino di Castrozza, იტალია) 8-11 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ Piolets d'Or-ის მიზანია არა მხოლოდ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასვლების აღიარება, არამედ ამ ასვლების გამოყენება მკაფიო ეთიკური გზავნილების გასავრცელებლად მთამსვლელობის პრაქტიკის შესახებ. ეს ჯილდო ხაზს უსვამს პროგრესულ ალპინიზმს, რომელიც გულისხმობს შემოქმედებით დაინოვაციურ ახალ მარშრუტებს, და მეტის

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია საერთაშორისო სათხილამურო ალპინიზმის ფედერაციის (International Ski Mountaineering Federation (ISMF)) ოფიციალური წევრი გახდა. ,,სკიმო’’ ზამთრის ოლიმპიური სპორტია, რომელიც ზამთრის ოლიმპიადებზე 5 სახეობითაა წარმოდგენილი. ესენია: გუნდური რბოლა, სპრინტი, შერეული ესტაფეტა, ინდივიდუალური რბოლა და ვერტიკალი. ჩვენ ვმუშაობთ და გვჯერა, რომ მალე გამოჩნდებიან ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენენ ალპინიზმის ერთადერთ ოლიმპიურ სახეობაში.

„მთამსვლელებისთვის, მთებისთვის, მსოფლიოსთვის“, ეს UIAA-ს - ცოცვისა და მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაციის დევიზია, რომლის წევრიც სულ ცატა ხნის წინ საქართველოც გახდა. UIAA-ში გაწევრიანება ფედერაციისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა, რომელიც ფედერაციასა და მის სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ როგორც თავად UIAA-ს, ისე მისი წევრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სპორტულ თუ სხვა სახის ღონისძიებებში/შეჯიბრებებში, გაიარონ შესაბამისი სწავლებები, მიიღონ ის შეღავათები და ბენეფიტები, რაც დადგენილი იქნება UIAA წევრი ორგანიზაციების სპორტსმენთათვის, ჩაერთონ მოხალისეებად,

28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა ქალ სპორტსმენთა შეკრება კაცხში, რომელიცმიზნად ისახავდა კლდეზე ცოცვისა და მუშაობის ტექნიკების გაუმჯობესებას, სპორტსმენთა ფორმისშენარჩუნებას. შეკრებაში მონაწილეობდნენ მარიამ გელაშვილი, ქეთევან ფალიანი, მაია წიწილაშვილი, ნესტანმაჭავარიანი, სოფიო კუსიანი და ანანო ფილფანი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მარიამგელაშვილი. მონაწილეებმა გაიუმჯობესეს სპორტული ცოცვის დონე და ტექნიკები, ერთმანეთს გაუზიარესგამოცდილებები, გაიცნეს ერთმანეთი კლდეზე მუშაობის პროცესში, რაც მოიაზრებდა დაცვაზემდგომისა და მცოცავთა ურთიერთობებს ვარჯიშის დროს. გამომდინარე ცოცვის აქტიური სეზონისა, ბანაკში იმყოფებოდნენ სხვა სპორტსმენებიც, რამაც

Archil Badriashvili was a mountaineer, a member of Georgia's national team, a board member of the United Federation of Georgian Mountaineers, Head of the Mountaineering School of the Federation, a mountain guide, a mountain documentarian, a medical doctor, and had a master’s degree in addiction studies. Archil started rock climbing at the age of 7; at the age of 9, he climbed the peaks named after

თემურ ქურდიანის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის მიერ გავლილი ახალი გზა ჭაუხის რეგიონში - მწვერვალი ასათიანი(საჯიხვეების კლდეები), აღმოსავლეთის კედელი.   მარშრუტი იწყება 3220 მეტრზე. 3ა -სირთულის რელიეფი მიუყვება მთავარ კედლამდე (3530 მ.), ხოლო ძირითადი კედლის  ვერტიკალია 250 მეტრი - საშუალოდ 5ბ სირთულის.   მარშრუტი გავლილ იქნა ერთი ღამისთევით (06-07 ოქტომბერი).   შეგახსენებთ, ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველგავლა მოხდა 2016 წელს, არჩილ ბადრიაშვილთან ერთად   ფოტოები

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის მიერ ყაზბეგში ჩატარებული სამთო-ალპინისტურ ბანაკში ამერიკელმა ინსტრუქტორებმა კრეიგ ნატალიმ და სკოტ სომერსმა ჩაატარეს სამთო-სამაშველო და სამედიცინო ტრენინგები. შემოდგომის ალპინიადა წარმოადგენს ტრადიციულ ღონისძიებას, რომლითაც იხურება მიმდინარე წლის ალპინისტური ღონისძიებების ციკლი დამწყებთათვის, მისი მიზანია ახალგაზრდებში დანერგოს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მთის სიყვარული, ბუნების მოვლა - პატივისცემა და მთაზე ასვლის უნარები. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.   ფოტოები 

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის მიერ 6-13 ოქტომბერს ყაზბეგში ჩატარდა სამთო-ალპინისტური ბანაკი ხდე - 2024 სამთო სათავგადასავლო ბანაკი - ალპინინადას მიზანია ახალგაზრდებში დანერგოს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მთის სიყვარული, ბუნების მოვლა - პატივისცემა და მთაზე ასვლის უნარები. შემოდგომის ალპინიადა წარმოადგენს ტრადიციულ ღონისძიებას, რომლითაც იხურება მიმდინარე წლის ალპინისტური ღონისძიებების ციკლი დამწყებთათვის. ბანაკისთვის 40 მონაწილე შეირჩა, ხოლო ინსტრუქტორები იყვნენ ბუბა ალუდაური, ნიკოლოზ თეთრაშვილი, ტიტე მეძმარიაშვილი, გიორგი კახაბრიშვილი,

2024 წლის 30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში ჩატარდა სწავლება. სწავლებას ხელმძღვანელობდა ბიძინა გუჯაბიძე, ხოლო დამხმარე ინსტრუქტორი იყო სოფიო ჭელიძე. მონაწილეები - ნუკრი გიორგაძე, ნიკოლოზ ხუბულაშვილი, ელენე კეკელიძე, მედეა კენკებაშვილი, მარიამ დავიდოვი, მაია წიწილაშვილი, სოლომონ შაქარაშვილი, ნათია გოგალაძე, თორნიკე რაქვიაშვილი, ცოტნე ცაავა, ლაშა გაბრიჩიძე, ქეთევან ფალიანი, ალექსანდრე ლიპარტიანი, ლუკა წიკლაური, ზურაბ ქუქიშვილი,  ვახტანგ ხვინთელანი, გიორგი ლელაძე. შეკრებაზე მონაწილეებმა შეისწავლეს ცოცვის ტექნიკები, დაცვაზე დგომის ტექნიკა (ე.წ.

26-31 აგვისტოს განხორციელდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ექსპედიცია მწვერვალ თეთნულდზე. ექსპედიციის ფარგლებში დასრულდა რეჟისორ კოტე აბაშიძის ფილმის “თეთრი რელიგია” მეორე ნაწილის გადაღებების პროცესი, რომელიც ეძღვნება მთაში დაღუპული პირველი ქართველი მთამსვლელების სიმონ ჯაფარიძისა და პიმენ დვალის ხსოვნას. ფილმს ქართველი მაყურებელი იხილავს მიმდინარე წლის ნოემბერში. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა გელა ოთარაშვილი, ხოლო ინსტრუქტორი ასევე იყო ალიოშა ფანგანი ფოტოები

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x