ალპინიადა – გუდამაყარი 2026
19-26 ივლისს საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპურმა კლუბმა გუდამაყრის ხეობაში წარმატებით ჩაატარეს სამთო-სათავგადასავლო ბანაკი — ალპინიადა, რომელიც ახალგაზრდებში მთის სიყვარულის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ალპინისტური უნარების დანერგვას ისახავს მიზნად.
120-ზე მეტი კანდიდატიდან შეირჩა 56 მონაწილე, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ინსტრუქტორები: ნიკოლოზ თეთრაშვილი, შალვა თეთრაშვილი, ნინო (ნუცა) ცქიმანაური, მარიამ გიორგაძე, ოთარ თათარაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი და გიორგი მირზაშვილი. ბანაკის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ალპინისტურ ტექნიკას, კვანძებთან და თოკთან მუშაობას, სიმაღლიდან დაშვების წესებს, ხოლო შემდეგ პრაქტიკაში გამოსცადეს მიღებული ცოდნა — ასვლა განხორციელდა 4 მწვერვალზე: ნინოწმინდა, გურამ რჩეულიშვილი, გოდერძი ჩოხელი და ბურსაჭირი.
ღონისძიება წარმატებით და გართულებების გარეშე დასრულდა, მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, ინსტრუქტორსა და პარტნიორს, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალიტეტის, ტრანსპორტირებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

