Author: Admin

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის მიერ 2025 წლის 12-19 ოქტომბრს სამთო-სათავგადასავლო ბანაკი - ალპინიადა გაიმართა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის, მთის სიყვარულის, ბუნების მოვლა-პატივისცემისა და მთაზე ასვლის უნარების დანერგვა იყო. შემოდგომის ალპინიადის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიების ადგილად ხდის ხეობა და მისი მწვერვალები: ყურო და შინო, ან გორი და მწვერვალი საქართველოს ოლიმპიელი შეირჩა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით უპირატესობა ენიჭებოდა გორის ცირკში ასვლას და

ალპინიზმის  „ოსკარმა“,  პიოლეტ დიორმა(Piolets d’Or) რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა 2024 წლის ოქროს წერაყინის ჯილდოსთვის ნომინირებული ასვლები. ეს არის მნიშვნელოვანი და ინოვაციური პირველასვლების სია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან: პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ჩინეთი/ტიბეტი, ყირგიზეთი, გრენლანდია, კანადა, აშშ - ალიასკა, პერუ, ჩილე, ნორვეგია, ალპები, საბერძნეთი. პიოლეტ დიორის კომისიის განცხადებით, წარმოდგენილი ასვლები გამორჩეულად საინტერესო მიღწევად ჩაითვალა, რაც გულისხმობს ახალ მარშრუტებს, ტექნიკურ ასვლასა და მსუბუქ ალპურ სტილს, თუმცა ყველა ეს ასვლა შესაძლოა არ

უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა სკიმო ათლეტებისთვის და მწვრთნელებისთვის.   ISMF (საერთაშორისო სათხილამურო აპლინიზმის ფედერაცია) ოლიმპიურ სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობით, 2025 წლის 13-19 დეკემბერს, გეგმავს სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ახალგაზრდული სასწავლო ბანაკის/შეკრების ჩატარებას იტალიის ქალაქ მასო კორტოში.   ორ სპორტსმენს (1 ქალი და 1 მამაკაცი) და ერთ მწვრთნელს გეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სახელით, მონაწილეობა მიიღოთ ბანაკში.   ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა იყვნენ 2003-2009 წლებში დაბადებულნი და ჰქონდეთ სკიმო/სკიტურის გამოცდილება, ასევე უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

16-21 აგვისტოს განხორციელდა ექსპედიცია ჩრდ. უშბაზე  ბიძინა გუჯაბიძის ხელმძღვანელობით. ექსპედიციის მე-4 დღეს ოთხიანი სირთულის მარშრუტით მათ წარმატებით მოახერხეს  მწვერვალზე ასვლა. ასვლაში მონაწილეობდნენ ცოტნე ცაავა , სანდრო ლიპარტიანი, სოლომონ შაქარაშვილი, გიორგი ლელაძე , მაიკო წიწილაშვილი, ლაშა გაბრიჩიძე, მარიამ დავიდოვი, ზურა ქუქიშვილი  და მედეა კენკებაშვილი ფოტოები

5–6 სექტემბერს გაიმართა თეთნულდის სირთულით IV კატეგორიის ყინულოვანი მარშრუტის ალპინისტური ექსპედიცია ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ ბესიკ ჯინიყაშვილი და თორნიკე ტეფნაძე, მათ 5 სექტემბერს დილით დაიწყეს გადაადგილება საბანაკე ზონისკენ ზღვის დონიდან 3843 მ სიმაღლეზე. ამინდის პროგნოზი უარყოფითი გამოდგა – ადგილი ჰქონდა ნისლს, ღრუბლიანობას, წვიმასა და ელჭექს. 6 სექტემბერს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს მოძრაობა მარშრუტის მიმართულებით. მათ როგორც აღნიშნეს, ყინულის კონდიცია ხელსაყრელი იყო. მარშრუტზე დაიკიდა 14 თოკი და მონაწილეები ავიდნენ

🇬ქართულმა ექსპედიციამ, რომელსაც გელა ოთარაშვილი და კონსტანტინე აბაშიძე ხელმძღვანელობდა, კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე - იალბუზზე ასვლა განახორციელა (10-16 აგვისტო). ექსპედიციის მიზანი სპორტული ასვლის შესრულებასთან ერთად, მწვერვალ იალბუზზე ქართველ მთამსვლელთა პირველი ასვლის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის გადაღება იყო, რომლის რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძეა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გელა ოთარაშვილი - ექსპედიციის ხელმძღვანელი; კონსტანტინე აბაშიძე - ინსტრუქტორი, ფილმის რეჟისორი; ნესტან მაჭავარიანი - მონაწილე; გია თორთლაძე - მონაწილე; ალიოშა ფანგანი- მონაწილე. აღსანიშნავია, რომ 100 წლის წინ, 1925 წლის

2025 წლის 15 ივლისს ზემო სვანეთის რეგიონში ჩატარდა შეკრება მარიამ გელაშვილის, თამთა აბუსელიძესა და ელენე ჯანიაშვილის მონაწილეობით. პირველი სააკლიმატიზაციო გასვლა განხორციელდა მწვერვალ ლაილაზე (ზ/დ 4009) თამთა აბუსელიძის და მარიამ გელაშვილის მონაწილეობით, ასვლა მიმდინარეობდა ერთი ღამის თევაში, 18-19 ივლისს, 18 ივლისს ჯგუფმა მიაღწია საბაზო ბანაკამდე, 19 ივლისს ავიდნენ მწვერვალზე და დაეშვნენ ბოლომდე სოფელ ცხუმარამდე. მეორე გასვლა განხორციელდა მწვერვალ თეთნულზე (ზ/დ 4858). ექსპედიცია მიმდინარეობდა 23-25 ივლისს, მარიამ გელაშვილის, თამთა

უფრო ვრცლად ჭაუხის მასივში განხორციელებულ მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის ვარჯიშებსა და ექსპედიციებზე: ჭაუხის სპორტულ ბანაკს, რომელიც 11 დღის განმავლობაში (24 ივნისი- 04 ივლისი, 2025) მიმდინარეობდა, ხელმძღვანელობდა გიორგი ტეფნაძე ბანაკის ინსტრუქტორები იყვნენ: ბაქარ გელაშვილი, თემურ ქურდიანი, ვახო ბლაგიძე. წლევანდელ სპორტულ ბანაკში მონაწილეობა 11-მა მთამსვლელმა მიიღო: თორნიკე ტეფნაძე, ნესი მაჭავარიანი, ზაალ ებანოიძე, ეკატერინე რატიანი, ლერი პაქსაძე, სოფიო კუსიანი, ტატა მერაბიშვილი, თეონა ძულიაშვილი, ნიკოლოზ ხუბულაშვილი, შალვა რაქვიაშვილი, პავლე თაბაგარი. ბანაკის გუნდის წევრები,

მთამსვლელობის სკოლა - საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია; სწავლების პროგრამა ორიენტირებულია - მთამსვლელობით დაინტერესებული, დამწყები და გარკვეული გამოცდილების მქონე ახალგაზრდების გამოვლენასა და მათი შემდგომი განვითარებისთვის „მთამსვლელობასთან ზიარების“ გზაზე. აქ ხდება უსაფრთხო სავარჯიშო პირობებში, გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად მთამსვლელობის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება; წლის მთავარი სავარჯიშო შეკრება ტრადიციულად - „ჭიუხის“ მთებში ჩატარდა; -  პირველი საფეხური - „დამწყებთა“  შეკრება, 25 მონაწილე, თარიღები -  16.06 - 24.06 მეორე საფეხური - „სპორტული“ შეკრება, 13 მონაწილე;

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x