მთამსვლელთა სკოლის პირველი შეკრება
კარგი დასაწყისი. მთამსვლელთა სკოლის 2026 წლის სპორტული ჯგუფის პირველი სავარჯიშო შეკრებები წარმატებით დასრულდა !
25–28 მარტს და 24-28 აპრილს მთამსვლელთა სკოლის სპორტულმა ჯგუფმა ჭიათურაში, კაცხის რეგიონში გაიარა ინტენსიური ვარჯიშები. ეს იყო წლის პირველი აქტივობები, რომელიც სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
არახელსაყრელი ამინდების მიუხედავად, ამაღლებულმა სულისკვეთებამ შესაძლებელი გახადა ყველა დაგეგმილი აქტივობის შესრულება. ვარჯიშებმა ჩაიარა ნაყოფიერად, ტრამვების გარეშე.
ვარჯიშები მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს :
– „მთამსვლელობის რისკ-ფაქტორები“, თეორია (პრეზენტაცია);
– მეკლდეურობა- „დაცვაზე დგომის“/ უსაფრთხოების ძირითადი წესები;
– დრაითულინგი- უსაფრთხოების ძირითადი წესები, „გრეიდის“ მომატება;
– თოკზე გადაადგილების ვარჯიშები;
– ტრადიციული ცოცვა;
– ნაპრალის/კლდის სამაშველო;
მონაწილეები:
• პირველი ნაკადი: ლერი პაქსაძე; პავლე თაბაგარი; თორნიკე ტეფნაძე; ტატა მერაბიშვილი; ნიკა ხუბულაშვილი; ზაალ ებანოიძე; ეკატერინე რატიანი; სოფო კუსიანი; ნესი მაჭავარიანი; ნოდარ აბუთიძე; შაკო რაქვიაშვილი;
• მეორე ნაკადი: აჩი შენგელია; დაჩი ჩადუნელი; ნიკა ჭელიძე; მზიკო ბაძაღუა; ნიკოლოზ გუბაური; მარიამ ფხალაძე; მარიამ ქართველიშვილი; ქეთა პირველი; დაჩი ამაღლობელი;
• სწავლების ხელმძღვანელი: გიორგი ტეფნაძე
• სწავლების ინსტრუქტორები: თემურ ქურდიანი; ბაქარ გელაშვილი; გიორგი ტეფნაძე
მადლობა თითოეულ მონაწილეს, წარმატებებს გისურვებთ.

