მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის სავარჯიშო შეკრება
მთამსვლელთა სკოლის სპორტული ჯგუფის მიმდინარე სავარჯიშო შეკრება 22-25 მაისი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, არშის საცოცი სივრცე; აქტიური სავარჯიშო მოსამზადებელი პერიოდი, მონაწილეთა ვარჯიშების ხარისხის და მზაობის შეფასება ჭაუხის მთავარ შეკრებამდე; სწავლება მოიცავდა: სპორტული ცოცვა; სამთო ფეხსაცმლით ცოცვა; თოკზე გადაადგილება; ჟუმარით დიაგონალურ ზოლზე, 15 კგ ზურგჩანთით; დულფერი დიაგონალურ ზოლზე 15 კგ ზურგჩანთით; თრედი (ტრადიციული ცოცვა); ნაპრალის სამაშველო; ამინდის მიუხედავად დაგეგმილი ვარჯიში გეგმის მიხედვით განხორციელდა; ვარჯიშებმა ჩაიარა ტრამვების გარეშე ფოტოები
მთამსვლელთა სკოლის 2026 წლის დამწყებთა ნაკადის ვარჯიში
მთამსვლელთა სკოლის 2026 წლის დამწყებთა ნაკადის ვარჯიში 16-20 მაისს წარმატებით ჩატარდა ჭიათურის რეგიონში - სოფელ კაცხში; მონაწილეებს ჩაუტარდათ: კლდეზე ცოცვის , ზედა და ქვედა დაცვის პრაქტიკული ვარჯიშები. თოკზე გადაადგილება, ჟუმარით და ზურგჩანთით. თოკზე დაშვება დულფერი. სადგურის აწყობა დაცვის წერტილებზე , ასევე ქიმებზე. აღჭურვილობის ორგანიზება დაცვის ქამარზე და მისი სწორად გამოყენება. ასევე ისინი გაეცნენ უსაფრთხოების წესებს მთამსვლელობის სხვადასხვა მიმარულებით. ყველა ვარჯიში გეგმის მიხედვით განხორციელდა; შეფასდა მონაწილეთა მზაობა მთამსვლელთა სკოლის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად; ვარჯიშებმა ჩაიარა ნაყოფიერად, ტრამვების

