წევრების რეგისტრაცია დაიწყო
2025 წელს ფედერაციის წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლიდან ფედერაციის ფიზიკური პირი წევრებისთვის დაწესდა 50 ლარის ოდენობის წლიური საწევრო გადასახადი.
ფედერაციის წევრის სტატუსის მისაღებად რეგისტრაციის გავლა და საწევრო გადასახადის გადახდა სავალდებულოა.
მხოლოდ წევრის სტატუსის მიღების/გააქტიურების შემდეგ, პირს შეეძლება ყველა იმ პრივილეგიითა და მხარდაჭერით სარგებლობა, რასაც ფედერაცია სთავაზობს მის წევრებს (ღონისძიებებში მონაწილეობა, აღჭურვილობით სარგებლობა, ბოტანიკურ ბაღში შესვლა/ვარჯიში, ფედერაციის პარტნიორი ორგანიზაციების ფასდაკლებები და სხვა).
საწევრო გადასახადის გადახდა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტზე:
ბანკი: თიბისი ბანკი
ა/ნ: GE60TB7147045067800003
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ – საწევრო 2026
– განაცხადის ფორმა – ალპინიზმი
– განაცხადის ფორმა – სხვა სახეობა (ყინულზე ცოცვა, დრაითულინგი, სათხილამურო მთამსვლელობა (სკიმო))
შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, საწევროს გადახდის დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ფედერაციის შემდეგ ელ. მისამართზე: info@ufgm.ge, არაუგვიანეს 2026 წლის 01 აპრილისა.
რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია და დახმარება შეგიძლიათ მიიღოთ ფედერაციის ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელეფონი: 599881687

