თეთნულდის სირთულით IV კატეგორიის ყინულოვანი ექსპედიცია

5–6 სექტემბერს გაიმართა თეთნულდის სირთულით IV კატეგორიის ყინულოვანი მარშრუტის ალპინისტური ექსპედიცია

ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ ბესიკ ჯინიყაშვილი და თორნიკე ტეფნაძე, მათ 5 სექტემბერს დილით დაიწყეს გადაადგილება საბანაკე ზონისკენ ზღვის დონიდან 3843 მ სიმაღლეზე. ამინდის პროგნოზი უარყოფითი გამოდგა – ადგილი ჰქონდა ნისლს, ღრუბლიანობას, წვიმასა და ელჭექს.

6 სექტემბერს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს მოძრაობა მარშრუტის მიმართულებით. მათ როგორც აღნიშნეს, ყინულის კონდიცია ხელსაყრელი იყო. მარშრუტზე დაიკიდა 14 თოკი და მონაწილეები ავიდნენ ქედზე ზღვის დონიდან 4686 მ სიმაღლეზე. დაახლოებით 16:00 საათზე ამინდი კვლავ გაუარესდა, რის გამოც მათ მიიღეს გადაწყვეტილება დაშვებაზე და ბანაკში დაბრუნებაზე კლასიკური გზით.

ამინდის სირთულის მიუხედავად, ჯგუფმა შეძლო ქედამდე ასვლა, უსაფრთხოდ დაბრუნება და დასახული მიზნის შესრულება.

ფოტოები

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x