ახალგაზრდული სასწავლო ბანაკი იტალიის ქალაქ მასო კორტოში
პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი სპორტსმენები მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სახელით, მონაწილეობას იღებენ ISMF (საერთაშორისო სათხილამურო ალპინიზმის ფედერაცია) ოლიმპიურ სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობით დაორგანიზებულ, სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ახალგაზრდულ სასწავლო ბანაკში იტალიის ქალაქ მასო კორტოში.
ჩვენი ქვეყნის სახელით სასწავლო ბანაკში მონაწილეობას იღებენ – ლალი ბურდული, ნიკოლოზ ნაკანი და შაკო მარგიანი
ეს უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდა სკიმო ათლეტებისთვის და მწვრთნელებისთვის – გვჯერა, რომ ოლიმპიურ სახეობაში ჩაყრილი საფუძველი მომავალში ქვეყნისთვის უამრავ წარმატებას მოიტანს.
0 Comments

