2024 წლის ოქროს წერაყინის ჯილდოსთვის ნომინირებული ასვლა
ალპინიზმის „ოსკარმა“, პიოლეტ დიორმა(Piolets d’Or) რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა 2024 წლის ოქროს წერაყინის ჯილდოსთვის ნომინირებული ასვლები.
ეს არის მნიშვნელოვანი და ინოვაციური პირველასვლების სია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან: პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ჩინეთი/ტიბეტი, ყირგიზეთი, გრენლანდია, კანადა, აშშ – ალიასკა, პერუ, ჩილე, ნორვეგია, ალპები, საბერძნეთი.
პიოლეტ დიორის კომისიის განცხადებით, წარმოდგენილი ასვლები გამორჩეულად საინტერესო მიღწევად ჩაითვალა, რაც გულისხმობს ახალ მარშრუტებს, ტექნიკურ ასვლასა და მსუბუქ ალპურ სტილს, თუმცა ყველა ეს ასვლა შესაძლოა არ იყოს დაჯილდოებისთვის შესაფერისი.
ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ასვლის კატეგორია და სირთულე არ არის დადასტურებული და მოცემულია ავტორთა შეფასებაზე დაყრდნობით. სიაში 50 ასვლაზე მეტიაწარმოდგენილი.
მათ შორის არის პირველ-ასვლა ინდოეთის ჰიმალაებში მდებარე მწვერვალზე ნანდა შორი(6,344), რომელზეც არჩილ ბადრიაშვილი(საქართველო), მანუ პელისიე (საფრანგეთი) და მარკო პრეზელი (სლოვენია) ავიდნენ 2024 წლის 29 მაისი – 1 ივნისს, აღმოსავლეთ კედლის ახალი მარშრუტით Dirty Dancing (1,200 მ, 5a M5 WI5). ნომინაციაში, ასევე, ნახსენებია ამ სამეულის მიერ განხორციელებული მწვერვალი ჩანგუჩის (6,322 მ) ჩრდილო-აღმოსავლეთის კედლის პირველ-ასვლა Blue Sheep Couloir-ით (1,000 მ, WI4) ცოტა მოგვიანებით – 14-16 ივნისს. გიზიარებთ არჩილ ბადრიაშვილის ნაწერს გავლილ მარშრუტებზე:
,,ჩვენმა ინტერნაციონალურმა სამეულმა ორი პირველ-გავლა მოვახერხეთ ნანდა დევის რეგიონში
》აუსვლელ მწვერვალ ნანდა შორიზე 6,344 მ.
》რთულ და ლამაზ მწვერვალ ჩანგუჩზე 6,322 მ.
ორივე ველური ტექნიკური ხუთიანი, უაღრესად ნაშალ კლდესა და მიქსთზე გავიყვანეთ, არანაკლებ რთული იყო უკაცრიელ რელიეფზე დაშვებაც.
პირველი ასვლა უფრო რთული იყო ტექნიკურად, ჩემთვის ახალი განზომილების ნაშალ კლდეს შევეჯახეთ, თუმცა ერთი ღამისთევით გავიარეთ გზა და მწვერვალთან გვეძინა, ამან შესანიშნავი აკლიმატიზაცია მოგვცა, ხედებით! აუსვლელ მწვერვალს ნანდა დევის ქალიშვილი დავარქვით.
ჩანგუჩზე კი სხვანაირად იყო, გარეული ,,ლურჯი ცხვრების” კლანის თავდასხმების გამო, სადაც ჩვენ ზარბაზნების ცეცხლის ქვეშ მებრძოლ სამ მუშკეტერს ვგავდით, ათასობით ქვის ცვენის ფონზე.
თუმცა ამას მხოლოდ კარვის კეთილდღეობა შეეწირა, ჩვენ კი აქაც ერთი ღამისთევით ავედით და კარავთან შუაღამით დავბრუნდით, დაახლოებით 20 დულფერის შემდეგ ღამეში, ყინულზე.
ასეთ ლამაზ, ლეგენდარულ რეგიონში, რომლის მთის მისადგომები და ხეობები ლამის მთლიანად შემოვიარეთ აკლიმატიზაციის და მოცალეობის ჟამს და ფაქტიურად არც ერთი დღე არ დაგვიხარჯავს უქმად, ეს ასვლები ჩემთვის ნამდვილად ახალ გამოცდილებასთან დაკავშირდა და ნანდა დევის ძალიან მადლიერი ვარ.
გარდა ამ პარადოქსული მცდელობის თუ უნიკალური ასვლებისა, ჩემთვის და მთელი გუნდისთვის უმთავრესი იყო ჩვენი ერთიანობა, არა მარტო მარკოს, მანუს და ჩემი, არამედ ჩვენი ინდოელი კოლეგების, რომლებიც გულით გვეხმარებოდნენ და გვერდში გვედგნენ (ბაგვანი, დევ რაჯი და მუკეში) ამ მეგობრობამ ყველა იქაურ გამოცდას გაუძლო და სასიამოვნო გახადა ყველა დაძაბული აქტივობა.
[ახდა] ჩემი ბავშვობის ოცნება, მთაში მეარა იმ ადამიანებთან, ვისი ისტორიებითაც ვიზრდებოდი.მხოლოდ ვიოცნებებდი ისეთ მთამსვლელებთან ერთად სიარულზე, როგორიც არის მარკო პრეზელი. მანუ პელისიე ოდნავ გვიან გავიცანი, როგორც მარკოს ახლო მეგობარი, მანაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს გულში. ორივე მაგარი კაცი და ორივე ალპური სტილის ტიტანია!
იმასაც ვიტყვი, ჩვენი სამეულის მხრებზე ჯამში ექვსი ოქროს წერაყინია, ეს ძირითადად მარკოს ხარჯზე .“
მარკო პრეზელს მთამსვლელობის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ოქროს წერაყინი – Piolets d’Orაღებული აქვს 1992, 2007, 2014 და 2016 წლებში; მანუ პელისიერმა 2016 წელს აიღო ჯილდო, ხოლო არჩილ ბადრიაშვილი და მისი ექსპედიციების ასვლები მსოფლიო ოქროს წერაყინზე ზედიზედ ხუთი წელი იყო წარდგენილი, რაც 2022 წელს ჯილდოთი დაგვირგვინდა. ეს მისი მეექვსე, სამწუხაროდ – საბოლოო, ნომინაციაა.
ასევე, აღსანიშნია ნომინირებული კიდევ ერთი საერთაშორისო ასვლა პაკისტანში, რომელშიც ქართველი ალპინისტი მონაწილეობდა: Virjerab Sar (6,616 მ, GPS) -Virjerab Muztagh – პირველ-ასვლა დასავლეთ ფერდობიდან და ჩრდილო-დასავლეთის ქედით. მწვერვალზე ავიდნენ 9 აგვისტოს: ფილ დე-ბეგერი (დიდი ბრიტანეთი) ლორენცო ჰეისი (შვეიცარია) და ალექს მუჯირიშვილი (საქართველო). დაშვება შესრულდა იმავე მარშრუტით.
ვულოცავთ ქართველ მთამსვლელებს მსოფლიოში უმაღლესი კატეგორიის სიაში კიდევ ერთხელ მოხვედრას.
The “Oscar of Mountaineering,” the Piolets d’Or, just a few days ago published the list of ascents nominated for the 2024 Golden Ice Axe awards.This list features significant and innovative first ascents from mountain regions around the world.
According to the Piolets d’Or committee, the nominated climbs are regarded as exceptional achievements -representing new routes, technical difficulty, and lightweight alpine style.
The list features over 50 climbs worldwide.
Among them is the first ascent of Nanda Shori (6,344 m) in the Indian Himalaya, made by Archil Badriashvili (Georgia), Manu Pellissier (France), and Marko Prezelj (Slovenia) between May 29 and June 1, 2024, via a new route on the east face – Dirty Dancing (1,200 m, 5a M5 WI5). Also nominated is the team’s first ascent of the northeast face of Changuch (6,322 m) via the Blue Sheep Couloir(1,000 m, WI4), on June 14-16.
Below is an excerpt from Archil Badriashvili’s reflections on the routes they climbed:
“Our international trio managed two first ascents in the Nanda Devi region: On the previously unclimbed Nanda Shori (6,344 m) And on the beautiful and challenging Changuch (6,322 m) Both climbs were technical ‘fives,’ leading through steep, loose rock and mixed terrain, and the descents through wild terrain were no less demanding.
The first ascent was technically more demanding – I encountered a new dimension of unstable rock – but we completed it in a single bivouac, sleeping near the summit, which gave us perfect acclimatisation and stunning views. We called this unclimbed peak Nanda Devi’s Daughter.
Changuch was different -it felt like being under siege by the ‘clan of wild blue sheep,’ where we, the three musketeers, were dodging constant rockfall as if under cannon fire. Only our tent suffered; we climbed the summit in a single push and returned to camp at midnight after some twenty rappels in the dark, on ice.
In this legendary and beautiful region, we explored valleys and approaches during the acclimatisation period – not a single day was wasted. These ascents were deeply meaningful to me, and I’m genuinely grateful to Nanda Devi herself.
Beyond the paradox and uniqueness of these climbs, the most important thing for me and our team was our unity – not only between Marko, Manu, and me, but also with our Indian friends who wholeheartedly supported us: Bhagwani, Dev Raj, and Mukesh. This friendship endured every hardship and made even the most challenging moments enjoyable.
A childhood dream came true – to climb alongside the people whose stories I grew up reading. I could only dream of sharing a rope with someone like Marko Prezelj. I met Manu Pellissier later through Marko, and he, too, has taken a special place in my heart. Both are great men and true titans of alpine style.
I’ll add – between the three of us, our team carries six Golden Ice Axes in total, primarily thanks to Marko.”
Marko Prezelj has received the Piolet d’Or -mountaineering’s most prestigious award – in 1992, 2007, 2014, and 2016. Manu Pellissier won the award in 2016, while Archil Badriashvili and his expeditions have been nominated for the Piolet d’Or five consecutive years, winning in 2022.This year marks his sixth – and sadly, final – nomination.
Another notable international climb featuring a Georgian alpinist was also nominated: the first ascent of Virjerab Sar (6,616 m, GPS) in the Virjerab Muztagh range, Pakistan, via the west flank and north-northwest ridge. The summit was reached on August 9 by Phil de-Beger (UK), Lorenzo Heis (Switzerland), and Aleksi Mujirishvili (Georgia). The descent followed the same route.
Congratulations to the Georgian climbers for once again being featured among the world’s highest-calibremountaineering achievements.

